Aug 10, 2014

კაბა და მუხამორი

შეუზღუდავი კონტრაქტი გამიფორმეს სამსახურში, აწი იმას აღარ ვინერვიულებ რომ ინსულტიან პაციენტებთან ვერ ვიმუშავებ და იძულებული ვიქნები რამე სხვა ვაკეთო.

სახლი და ეზო გვაქვს, იმხელა რომ დაკავებულმა ადამიანებმა მიხედონ და ნაგვად არ აქციონ ყველაფერი.

მასტერის თეზისის დასაცავად მხოლოდ ერთი სემინარიღა დამრჩა, მხოლოდ დისკუსია მაქვს დასაწერი (იდეაში ოქტომბრის ბოლოს გავალ და დავიცავ).

გარშემო მყავს ხალხი ვინც მზადაა დაგვეხმარონ, მიუხედავად იმისა რომ არ მინდა დახმარება (ეს უკვე ჩემი პრობლემააა).

ჯამში ყველაფერი გავაკეთეთ რაც დაგეგმილი გვქონდა, რაც დაგეგმილი გვაქვს ისიც ნელ ნელა კეთდება. 


..... და მაინც არ მესმის - რატომ ვშფოთავ?

პ.ს. სამსახურში ეხლა გაეხსნა ყველას სიყვარულის ბუშტი - თანამშრომლებიდან დაწყებული პაციენტებით დამთავრებული. წითელი მოდული აშკარად ჩემი ადგილია, თან ფერი წითელი ჩემო ფავორიტია.

ასეთი წითელი კაბა მაქვს და დღეს ჩემი ქმარი მიყურებს და მეუბნევა - მაგ კაბაში მუხამორს გავხარო  :D :D

კაბა


 მუხამორი

4 comments:

Rode said...

შფოთისთავი შფოთი.
კაბას ეს თეთრი წინწკლებიც დაამშვენებდა :)

Toma said...

aaqvs tetri cincklebi, ar chans ubralod suratze. amitom medzaxis muxamord.

Rode said...

უი, ეხა დავაკვირდი :დ :)

Keti said...

რაც შენს ბლოგს ვკითხულობ, მართლაც იმდენი მიზანი დაისახე და მიაღწიე, ტომა და ამას ძალიან ვაფასებ! ძალიან მომწონს შენი ეს თვისება და ბრძოლისუნარიანობა