Jul 26, 2014

წითელი მოდული

რამდენი ხანია არ დამიწერია. მიგდებული მყავს უპატრონო ბავშვივით. დასაწერი იდეაში ბევრი მაქვს, სათქმელიც მაგრამ არ ვიცი უნდა ვთქვა და დავწერო თუ არა.

დღეს ბაღის ყვავილები არ მექნება... ისეთი სიცხეებია ყვავილები კი არა ბალახი ხმება, რაც თავისთავად კარგია იმიტომ რომ გაზონის გაკრეჭვა არ მჭირდება.

სამსახურში ნაწილობრივ სიახლეებია. თუ აქამდე ძირითადად მოხუცები მყავდა, ახლა ძირითადად ახალგაზრდა პაციენტები მყავს. ჩემი მოდული ყველაზე მძიმეა (შვიდი მოდული გვაქვს სულ ინსულტის ორ განყოფილებაში) რადგან ის უმძიმეს, აკუტ პაციენტებით კომპლექტდება. როცა ზოგადი მდგომარეობა ასე თუ ისე სტაბილური ხდება მერე გადაყავთ სხვა მოდულებში შემდგომი რეაბილითაციისათვის.

არ იფიქროთ რომ რახანც მძიმე ავადმყოფები მყავს, რეაბილიაციას არ გავდივართ, პირიქით. მხოლოდ ის ფაქტი რომ პაციენტების უმრავლესობა ახალგაზრდაა, ჩვენზე დატვირთვა უფრო გაზრდილია, რადგან მათი რეაბილიტაციის მოტივაცია ბევრად ძლიერია ვიდრე ჩემი მოხუცებისა. ოჯახის წევრების (პარტნიორი, შვილები) ჩართულობა რეაბილიტაციის პროცესშიც უფრო სხვა დონეზე, უფრო ინტენსიურად ხდება ვიდრე ჩემი მოხუცების შემთხვევაში. ჩემ მოხუცებს ხშირად ასევე ავადმყოფი პარტნიორები და ძალიან დაკავებული შვილები ყავდათ, შესაბამისად არ და ვერ შეეძლოთ რეაბილიტაციაშიწვლილის შეტანა.

წითელ მოდულში რომ გადავედი, თავიდან ძალიან გამიჭირდა. მიუხედავად იმისა რომ ინსულტი სასწაულად საინტერესო ავადმყოფობაა და სამსახურში ყოველი დღე დღესაც "ამერიკის აღმოჩენასავით" არის, ძნელია არ ვაღიარო რომ ინსულტი ადამიანის ცხოვრებას ანგრევს. ავადმყოფობის დასაწყისში ყოველ შემთხვევაში. როცა პაციენტი 30-50 წლის გყავს ძნელია რომ ნებისმიერი წარუმატებლობა საკუთარ თავზე არ აიღო (მიუხედავად იმისა რომ რეჰაბილიტაციაზე რამოდენიმე პროფესიის წარმომადგენელი ერთად ვმუშაობთ). სულ ვფიქრობ რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, რომ რაღაცა გამომრჩა... სანამ იმ შედეგს არ დავინახავ რისი მოლოდინიც გვაქვს. შედეგის დანახვა კი დიდ დროს მოითხოვს როცა ჩემ მოდულში ხარ.

თუმცა... მედალს ორი მხარე აქვს. წითელი მოდულის სწრაფი ტემპი არის პირდაპირ მისწერება ჩემთვის. სულ რაღაც ხდება, სულ რაღაც იცვლება (დადებითად და უარყოფითად) და მიყვარს მე ამ ყველაფრის ცენტრში ყოფნა. ჩემი მოდულის ექიმები არიან საავადმყოფოში და ქვეყანაში საუკეთესო ნევროლოგები და ძნელია ასეთ ადამიანებთან ერთად მუშაობა არ გსიამოვნებდეს და გეამაყებოდეს. ერთი თვეა წითელ მოდულში ვარ და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე ამ ექიმებიდან გამომდინარე. იმასაც მივეჩვიე რომ ჩემი პაციენტები ახალგაზრდები და ძალიან ავადმყოფები არიან. გავააზრე რომ ჩვენ რეჰაბ პერსონალი იმისთვის ვართ რომ ამ ახალგაზრდა პაციენტებს რამდენადაც შესაძლებელია ძველი ცხოვრება დავუბრუნოთ და ამაზე კარგი საქმე რა უნდა ვაკეთო?!

3 comments:

irina iri said...

მართლაც რა ბედნიერება ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნო, წარმატებებს გისურვებ.

Toma said...

gmadlob,
samcuxarod tu sabednierod chemi movaleba araa sicocxlis shenarchuneba. amas chveni ekimebi camratebiT aketeben.

chemi mvoaleoba sicocxlis shenarchunebs shemdeg cxovrebis xarisxis agdgenaaa :).

Sophie שרה Golden said...

წარმატებები, ტომა. მე თუ მკითხავ ექიმებზე არანაკლები საპასუხისმგებლო საქმე გაკისრიათ თქვენც. დაველოდები შენს პოსტებს ახალი სამსახურის შესახებ.