Jul 5, 2014

ალტანის ავეჯი

სასწავლო სემესტრი ოფიციალურად დამავრებულია, ახალი დატაბაზა არ აქვს რომ გავაგრძელო ჩემი სტატიის წერა, შესაბამისად უამრავი თავისუფალი დრო მრჩება ყველაფრისათვის.

თბილისიდან წამოსვლის შედეგ პირველი უსაქმური შაბათ-კვირა მაქვს, მაგრამ საქმე მაინც ვიპოვნე. დღეს წავედით და ალტანის ავეჯი ვიყიდეთ. ნახევარი დღე ამის ყიდვა აწყობას დასჭირდა. მეორე ნახევარი კიდევ საჭმლის მომზადებას რომ ახალი მაგიდა და სკამები დაგვეტესტა :).

ალუმინის და პლასტმასისაგან გაკეთებული ავეჯია, ეს კი იმას ნიშნავს რომ მზესა და წვიმაში უპრობლემოდ დავტოვებ და ყოველ წლიურად არ დასჭირდება ღებვა და ზეთის წასმა.

შედეგით არც ისე კმაყოფილი ვარ. ცოტა ხნით კი შეიძლება ჯდომა, მაგრამ რამოდენიმე საათით ვერ ვჩერდები სკამზე. რაღაც ვერაა მთლად მოხერხებული. თან მზე მანათებს და არაა სასიამოვნო. რამე უფრო მოსახერხებელი უნდა ვიყიდო და კიდევ აუცილებლად დიდი ქოლგა, თორემ შევიწვებით ისე.

2 comments:

Keti said...

ვგიჟდები აივნებზე გამოდგმულ ასეთ ავეჯზე. მე კიდევ აივანი არ მაქვს:(

მოუხერხებელი არ ვიცი, მაგრამ ლამაზად კი გამოიყურება

Toma said...

gmadlob qeTi.