Jun 29, 2014

Update პოსტი.

საუკუნეა ბლოგზე არ დამიწერია.
ორი კვირაა სახლში არ ვყოფილვარ და რომ ჩამოვედი ბაღი გადარეული დამხვდა. ერთ კვირიან ძლიერ სიცხეებს მწვანილეული გაუხმიათ, ვარდები დაყვავილებულები დამხვდნენ. ასევე, ერთ კვირიან გადაბმულ წვიმებს კი ლოკოკინები გაუაქტიურებია და ჩემი საწყალი ყაბაყები გადაჭმული დამხვდა. დღეს მაღაზიაში რომ წავალ მარილი უნდა ვიყიდო და ბაღში მოვაყარო. ვნახოთ რას იზავენ ეს საზიზღარი ცხოველები. სად ვიყავი დაკარგული, ქვევით დავწერ. მანამდე კი რამოდენიმე სურათს დავდებ ბაღიდან.

ოსტინის ორი ვარდი, გაყვავილებული დამხვდა.


 ესეც ფრესია. ფერად ფერადი ყვავილები აქვს ამ მცენარეს, მაგრამ ჩემთან მხოლოდ თეთრები და ყვითლები არიან ამოსულები. ჩემ დასთან წითელმა გაიხარა და სასწაულად ლამაზი ფერია.
 სმაროდინის ბუჩქი, დახუნძლული.
 ესეც იგივე ბუჩქი. ნეტა როდს უნდა მოვკრიფო ნაყოფი?

ორი კვირის განმავლობაში თბილისში ვიყავი წამოსული. თავიდან რომ ჩამოვედი, გამიჭირდა ხმაურტან შეგუება. თბილისში სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან ხმაური და ბევრი ხალხია, ბოტანიკურ ბაღშიც კი. ახლა უკან ვარ, სახლში და მგონია რომ უხერხული სიმშვიდეა. ორივეს შეგუება უნდა, რატომღაც.

5 comments:

Keti said...

აუ, განსაკუთრებულ ხმაურში რომ ვცხოვრობთ, ამაში მეც დავრწმუნდი, იმდენად მშვიდად მომეჩვენა ვილნიუსი:)


ლოკოკინების შემოსევა ჩემს ბაღშიც მაქვს, რა მოვუხერხო არ ვიცი. მარილი არ მიფიქრია. ხეებზე და სხვა მცენარეებზე ცოცდებიან და სავსეა ტოტები :( ვაცლი ხოლმე და ვყრი:)


სმაროდინას რამდენი ასხია! ჩემი ვერ არის ასეთი ნაყოფიერი :)) უკვე უნდა მოკრიფო მგონი, ხომ წითელი ჯიშია, ჰოდა შემოსულს ჰგავს უკვე

Sophie שרה Golden said...

ქეთი, უჰ, ევროპა ხომ საყინულეთია და ამიტომაა ყველა ჩუმად. არა, მე მომწონს, მაგრამ ხანდახან სევდა რომ მომაწვება, მენატრება ქართული ხმაური და სხვა პარადოქსები, რაც მხოლოდ მანდაა :-)

ტომა, გული დამწყდა შენს ბაღზე, ადამიანი ამხელა შრომას რომ დებს და ორი კვირა არ იყავი და გაგიფუჭდა ამდენი რამე. მაგრამ მე რომ შენი მიზანდასახულობის ვიცი (ბლოგიდან, რა თქმა უნდა), ცოტა ხანში წინანდელზე უკეთესად აქცევ შენს ბაღს.

Koba said...

Mocxar da ara smarodina. Nino goguadze

Koba said...

Mankanebic zmaurit dadian kuchashi. Ver gavige eg risis bralia

Koba said...

Mankanebic zmaurit dadian kuchashi. Ver gavige eg risis bralia