Jun 10, 2014

ქათამი სოკოთი და თეთრი ღვინის სოუსით

დიდი ხანია საჭმლის კეთების შთაგონება არ მქონია, ახლა რომ ვკვირდები ძირითადად ტელევიზორის ბრალია. ადრე, ტელევიზორი როცა გვქონდა ბევრ ქუქინგ გადაცემებს ვუყურებდი და მეც ვექსპერიმენტობდი. ახალ სახლში ტელევიზორი არ გვაქვს (პრინციპულად არ ვყიდულობთ), გადაცემებს ვერ ვიყურებ და შესაბამისად საჭმელებსაც აღარ ვაკეთებ :), ვაკეთებდი უფრო სწორედ.

ამ რამოდენიმე დღის წინ, ჩემმა ქმარმა ბიბისის დოკუმენტური ფილმები ჩაქოქაჩა. ამ ფილებში ცნობილი შეფი Raymond Blanc -ი სხვადასხვა, ადამიანურად მარტივ კერძებს აკეთებს. ხოდა, ეს სერიები ჩემი შთაგონების წყაროც გახდა. დავიწყე მეც საჭმელების კეთება, ამ ჯერად ექსპერიმენტების გარეშე, იმიტომ რომ Raymond Blanc -ის კერძებს ასე მგონია არ სჭირდება ექსპერიმეტები.

დღეს გთავაზობთ ძლიან გემრიელ კერძს, რომელიც არის მსუბუქი და სახაფხულო, აი ისეთი სტუმრებს რომ დაპატიჟებ ვახშამზე და კერძი რომ არ დაგამძიმებს და რაც მთავარია არ შეგარცხვენს. კერძს ქვია - ქათამი სოკოთი და თეთრი ღვინის სოუსით (Chicken with morels and a sherry wine sauce). მორელი სოკო ყავისფერი შამპინიონით შევცვალე.

დაგვჭირდება:
  • ქათმის 4 ფილე
  • 4 ცალი პრასი (საშუალო ან დიდი ზომის)
  • 300 გრამი სოკო (შამპინიონები ყვეაზე ცუდი გამოსავალია, იმიტომ რომ გემო არ აქვთ, რამე გემრიელი ნახეთ )
  • 300 მლ ნაღები
  • 100 მლ თეთრი ღვინო 
  • მარილი და პილპილი
  • კარაქი 50 გრამი
  • 300 მლ წყალი
ვამზადებთ აი ასეთ ვახშამს  (მომზადების დრო მაქსიმუმ 40 წუთი)

 მომზადება:
  1. გაარჩიეთ სოკო და დაჭერით საშუალოზე დიდ ზომებად
  2. 4 ცალი პრასი კარგად გაარჩიეთ, გარეცხეთ და დაჭერით 2 სანტიმეტრის რგოლებად. 
  3. 100 მლ ღვინო წამოადუღეთ და დატოვეთ ცეცხლზე ასე 1 წუთი
  4. ქათმის ფილეებზე დააყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და კარგად აზილეთ
  5. ღრმა ტაფაში ან განიერ ქვაბში ჩააგდეთ  50 გრამი კარაქი და ნელ ცეცხლზე დაადნეთ. კარაქი ნელ ნელა დუღილს რომ დაიწყებს, ჩააწყვეთ მასში ფილეები და შეწვით ნელ ცეცხლზე, თითოეული გვერდი მხოლოდ 3 წუთი!!! შემდეგ ამოიღეთ და დადეთ თეფშზე. 
  6. დარჩენილ კარაქში ჩაყარეთ სოკო, ცოტა მარილი მოაყარეთ და დაბალ ცეცხლზე. შუშეთ ასე 2-3 წუთი, დაამატეთ ღვინო, ნაღები და მიიყვანეთ დუღილამდე (აუწიეთ ცეცხლსა).
  7. როცა სოუსი დუღილს დაიწყებს, ჩადეთ მასში ქათმის ფილეები (ფილეები უნდა დაიფარონ), ცეცხლს დაუწიეთ, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ 10 წუთი. ნელ ცეცხლზე უნდა ხდებოდეს ეს ხარშვა, ქვაბში&ტაფაში პატარ პატარა ბურთულების დანახვა უნდა შეგეძლოთ. 10 წუთის მერე ამოიღეთ ფილეები. ცეცხლს აუწიეთ და სოუსი კარგად აადუღეთ რომ ცოტა გასქელდეს.
 
8. აიღეთ სხვა ტაფა, ჩაასხით მასში 300 მლ წყალი და 1 კოვზი კარაქი. მაღალი ცეცხლით მიიიყვანეთ ადუღებამდე და მასში ჩაქარეთ პრასი. დაახურეთ ჭურჭელს თავი და ადუღეთ მხოლოდ 4 წუთი. მერე წყალი გადაღვარეთ. 

გემრიელად მიირთვით 


და ბოლოს პატარა ყვავილი ბაღიდან :). ლამაზი წითელი გამოვიდა ოხერი :).




 

5 comments:

Sophie Golden said...

sorry for off topic, chemi bolo posti tu naxe, zalian gamixardeba tu chems proeqts shemouertdebi.
:)

Charlotte Alexandra said...

marcyvebi!

Natalia said...

აუჰ, ძალიან გემრიელი იქნება, ჩავინიშნე გასაკეთებლად :შ

ტომა, ხშირად აკეთე და გაგვიზიარე მერე რეცეპტები :))

ნინო გოგუაძე said...

მარწყვეი რო ჩანს და თან ისე ვითომ არაფერიო.

კარგია რომ გაგვიზიარე ლინკი. საერთოდ ნეტში მოძებნილი კერძის ლინკები არ მიყვარს, უსულო მეჩვენება, და მეგობრის მიერ გამოცდილი და გაზიარებული როცაა, უკვე პერსონიციფირებულია და ადვილად ვიყენებ უფრო. მიყვარს ახლობლების რეცეპტების გამოყენება. რომ ვაკეთებ, თან მათ თავს მახსენებს;

Keti said...

მარტივი და გემრიელი კერძი ჩანს
ეს ყვავილი ხომ ლამაზია და მარწყვები როგორ იჭყიტებიან ქვემოდან :))