Mar 30, 2014

Milano - Italy


გასულ კვირას მოკლე ექსკურსია გავაკეთეთ მილანში, იტალიაში. ამინდი კარგი ყო, ბოლო დღის გარდა (ზუსტათ მაგ დღეს, კანდისკის გამოფენაზე შესასვლელად ორ საათზე მეტი  ვიდექით რიგში, გარეთ წვიმაში). ოთხი დღის განმავლობაში ძალიან ბევრ გამოფენაზე ვიყავით, მათ შორის კლიმტი, კანდისნკი, დავინჩი და ა.შ. სამწუხაროდ სურათების გადაღება აკრძალული იყო, შესაბამისად მეც ვერაფერს შემოგთავაზებთ.

მილანის, ექსკლუზიურ მოდურ მარაზიებში არ მივლია. მიუხედავად იმისა რომ ყველა ფეხის ნაბიჯზე იყვნენ გახსნილები. მხოლოდ ერთხელ მივქარე. ვიტრინაში ჩანთა მომეწონა ძალია, და შევედი მაღაზიაში. როგორც შევედი ისევე გამოვედი, ეს ჩანთა ჩემი თვიური ხელფასი ღირდა. შესაბამისად მთელი ოთხი დღე დავუთმეთ დრო ხელოვნებას, სეირნობას და გემრიელ პიცებს. კიდევ ყველს. იქაური მაცარელა გვერდით ვერ დაუდგება აქ ნაყიდ მაცარელას, რომელსაც საერთოდ არაფრის გემო აქვს ჩემი აზრით.

ეს ლამაზი, ქალაქში გადასაადგილებელი ველოსიპეტები ქირავდება. ჩვენ ქალაქშიც ასეა, ოღონდ ლურჯი ველიკები გვაქვს. 

 ერთ - ერთი ვიწრო ქუჩა.

 დუომო, ერთ ერთი ყველაზე დიდი გოთიკური ეკლესია მთელ ევროპაში.

 გალერეა ვიტორიო ემანუელე. ექსკლუსიოური სავაჭრო ცენტრი.







 პიაცა დუომო. ბავშვები მტრედებს აჭმევენ.

ცნობილი ოპერის თეატრი.
 მაგნოლიის ხე.
 რაღაცა თეატრი, სახელი დამავიწყდა.
 ეს დუომო, უკვე ტერასებიდან. შევძელით ასვლა და ულამაზესი მორთულობების ნახვა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. 
 დუომოს ლამაზი მორთულობა.



 კიდევ ერთ ერთი ულამაზესი მორთულობა.
 დუომოს მოედანი დუომოს ტერასიდან.
 კიდევ ერთ ერთი ლამაზი მორთულობა.



 მოხუცები აჭმევენ მტრედებს.

 ღვთისმშობლის ეკლესია, სწორედ მის გვერდითაა დავინჩის - საიდუმლო სერობა. ფრესკის ნახვა ვერ მოვახერხეთ, ბილეთების დაჯავშნა თურმე რამოდენიმე კვირით ადრე ხდება და ჩვენ ეს არ ვიცოდით. ყოველ ნახევარ საათში (მგონი) მხოლოდ 15 კაციან ჯგუფს შეეძლო ფრესკის ნახვა და იქ დარჩენის დროც შეზღუდული.

ძალიან ლამაზი შიდა ეზო ქონდა ამ ეკლესიას, მყუდო და მშვიდი.  ეს თეთრი ხეები მაგნოლიებია.

კასტელო მუზეუმი.





ეს ლომი მომეწონა ძალიან, სიამოვნებით ვიქონიებდი ერთ ესეთს ეზოში, მცველად.
 დავინჩის ლამაზი მხატვრობა. თუთების ხეებით მოხატული ჭერი. თუ დაგაინტერესებთ მერე დავწერ რატომ თუთა და არა კაკალი ან თხილი :).
 მიქელანჯელოს ბოლო ნამუშევარი,  დაუმთავრებელი. პიეტას იესოს უსიცოცხლო გვამი უჭირავს.

 წმინდა ამბროზიოს ბაზილიკა.



ტრამვაების ახალი და ძველი თაობა. მე ძველი ვერსია მომეწონა. შიგნით ყველაფერი ხისგან იყო გაკეთებეული.

7 comments:

Tako Grimaldi said...

ძალიან ლამაზი ყოფილა მანდაურობა, იმედია, ამ ზაფხულს მეღირსება ხილვა იტალიის:-)

Toma said...

romeli kalakis naxva ginda?

Anonymous said...

ulamazesi suratebia! italiashi marto romshi da florenciashi var namyofi. pizzaze da gelatoze overdose damemarta. yvels aqac arafris gemo ar aqvs, tu specialurad yvelis magaziashi ar wavida adamiani.

Sophie שרה Golden said...

Dawere tutaze ra.
Milanidan rom dabeundi Skandinaviashi, igrzeni sichume? :-D me ron davbrundi, Berlinis yvelaze xmauriani quchac ki mshvidad momechvena. Zaan xmauriani xalxia da gadavchveulvar.

Toma said...

pizzaze da gelatoze overdose - chvenc :D :D koveltvis asea italiashi rom chavdivart :D Florenciashi jer ar vkofilvar, imedia movaxerxeb. cota didi dro minda rom yvelaferi kargad davaTvaliero. 4 dge ar mekofa.


sofi, vaime aeroportshive vigrdzeni. tvitmfrinavshi iko xmauri,shvedebi gvinos miirtmevdnen da xorxocobnen. chamovidnen tu ara tvitmfrinavidan, avtobushive gaisusnen :D :D .

zogadad shevebi ar arian zanudebi, magram tavis qvekanashi ikcevian zanudurad da mshvidad. sxva kvekanashi ki xorxocoben, lotaoben, mgerian, kviran da ra vici, gansakutrebit dasasveblad roca arian.

leonardoze da tutis xeebze daver am kvirashi.

Keti said...

რა კარგი მოგზაურობა მოგიწყვიათ! ძალიან მომეწონა ფოტოები

Toma said...

ki keti, dzalian visiamovnet.