Feb 4, 2014

The moment of truth

ხვალიდან The moment of truth იწყება. ანუ თეზისის კურსი მასტერის ხარისხზე. ორ წლიანი კურსის დამთავრებას, ერთ სემესტრში ვაპირებ. ნაშრომის დიდი ნაწილი უკვე გაკეთებულია, ყველანაირი ლიტერატურა მოგროვილი მაქვს... იდეაში ყველაფერი რიგზეა... მაგრამ აი ახლა ვზივარ და ვგრძნობ რომ პანიკა მეწყება. პოსტიც წერაც ამიტომ დავიწყე რომ როგორმე არ ავყვე ამ ყველაფერს და დავძლიო შიში და შფოთვა.

არ ვიცი, დავწერე თუ არა მაგრამ დაახლოებით ორი წლის წინ, პირველად დამემართა პანიკური შეტევა. მიზეზი - სადიპლომო ნაშრომი. რა სტატიებიც მქონდა ამოწერილი წიგნებიდან ვერაფერი ვიპოვე ბიბლიოთეკაში, სახლისაკენ რომ წამოვედი გზაში ისე ცუდად გავხდი ვიღაც გოგომ მომაცილა სახლამდე.  მას შედეგ აქა იქ მეორდებდა იგივე სახის პანიკური შეტევები ძირითადად გამოცდებთან დაკავშირებით და ასევე ძირითადად ტრანსპორტში...ამ ბოლო დროს კი თითქოს გამიხშირდა შეტევები და არა მხოლოდ გამოცდებთან დაკავშირებით, არამედ თეზისის ხელმღვანელებთან შეხვედრების წინ, ლექციების წინ.... ადრე თუ მხოლოდ გამოცდებს უკავშირდებოდა ეს ყველფერი, ახლა სწავლის ყველა მომენტი გამომწვევია.

ძალიან მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ ასეტი შეთევა რომ მემართება მართლა ცუდად ვარ, მეშინია რომ გავიგუდები ან გონებას დავკარგავ ან რამე საშინელება დამემართება... როგორც ვქთვი ყველაფერი ეს ძირითადად ტრანსპორტში მემართება (დღევანდელ დღემდე ყოველ შემთხვევისთვის, იმიტომ რომ ახლა სახლში ვარ, კურსი ხვალ მეწყება და უკვე მაკანკალებს), ამიტომ იძულებული ვარ ხოლმე მინიმუმ ერთი საათით ადრე წვიდე
სწავლასთან დაკავშირებულ სიტუაციებზე, რომ რამე თუ მოხდა, საკმარისი დრო მექნება რომ ჩამოვიდე ტრანსპორტიდან, ცოტა ფეხზე დავდგე ან სადმე დავჯდე და მერე მინიმუმ  წუთი ვიარო.

თქვენ თუ გქონიათ მსგავსი შეტევები? როგორ უმკლავდებით მათ?

ეს კი დღის სიმღერა ჩემგან.

No comments: