Feb 7, 2014

ლამის შემომეჩუხბა

აუუ, დღეს ერთ ერთი ჩვენი მთავარი ექიმი ლამის შემომეჩუხბა. საქმე ერთ პაციეტს ეხებოდა. ეს საყვარელი პაციენტი მაინორ სტროუკის დიაგნოზით მოვიდა, 87 წლის კაცი იყო. მარტო ცხოვრობდა დიდ სალხში, ერთ ერთ კუნძულზე.

ჩემი კოლეგა ამ პაციენტს გუშინ შეხვდა და ეჭვი შეიტანა კოგნიტურ სირთულეებზე. ამიტომ დღეს რომ მივედი სამსახურში მისგან შეტყობინება დამხვდა (შვებულება ქონდა დღეს თავად) დრო თუ გამონახე ამ პაციენტს შევხდი და კოგნიტური ტესტები გააკეთე მოკათი და სამზარეულოს აქტივიტეტშიო. მოკლეთ შევხვდი ამ პაციენტს და ორივე ტესტის გაკეთების შედეგად დავასკვენით რომ მას ქონდა ყურადღების, კონცენტრაციის და მეხსიერების (working memory) სირთულეები. მსგავსი სირთულეები ხშირად ცუდ შედეგსის მომტანია პაციენტებზე, მათ ავიწყდებათ გაზის გამორთვა, წამლების მიღება და ა.შ. ამიტომ აუცილებელია რომ სანამ პაციენტი სახლში დაბრუნდება, მოხდეს ყველაფერის მომზადება. პაციენტის გაწერვა კი დღეს უნდოდათ (გაწერეს კიდეც ბოლოს).

შედეგები რომ შევაჯამე, მივედი ექიმთან და ვუთხარი რა და როგორ იყო, რომ პაციენტი რამოდენიმე დღე მაინც უნდა დარჩენილიყო სანამ ყველაფერი მომზადდებოდა. ასევე ავუხსენი რომ დიდი ალბათობით ეს სიმპტომები ახალი არ იყო. ეს ექიმი მეუბნევა - ჩემი აზრით თქვენი კოკნიტური ტესტები სამზარეულოში არა ეთიკური და არაა კარგი ამ პაციენტისთვის, იმიტომ რომ არ შეიძლება რამე შედეგზე ისაუბრო როცა ადამიანი ახალ გარემოში ხვდება და არ იცის სად რაა. ამაზე ძალიან გავბრაზდი, მაგრამ მშვიდად ვუთხარი რომ ჩემი აზრით ასევე არა ეთიკურია როცა პაციენტს კოგნიტური სირთულეები აქვს და ყველანაირი მომზადების გარეშე ვუშვებთ სახლში თქო, იმიტომ რომ პაცინეტზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ როცა ის საავადმყოფოშია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მისი უსაფრთხოებისთვისთქო. და მეუბნევა NIHSS (ნევროლოგიური სიმპტომების ტესტი) სკალაზე პაციენტს არანაირიქულა არ აქვს და კოგნიტური სირთულეები საიდან ექნებაო :facepalm: .

მოკლეთ ეს პაციენტი სახლში მაინც გაუშვეს. მე კი მის შვილს დავურეკე და ვესაუბრე ჩვენი ანალიზების შედეგებზე. შვილმა ყველა სიმპტომი ამოიცნო, და ასევე მითხრა რომ მის პაციენტს ხშირად ავიწყდება წამლების მიღება, გაზის გამორთვა და ა.შ. მე ჩემი მხრიდან ავუხსენი რა და როგორ უნდა გაკეთონ და ვის უნდა დაუკავშირდნენ რომ თავიდან აიცილონ გაუთვალიწინებელი სიურპრიზები. საბოლოოდ ყველა კმაყოფილი დავრჩით, ტავისებურად. მაგრამ ამ ექიმმა მართლა ძალიან გამაბრაზა.

მომავალ პოსტში დაწერ როგორ ხდება კოგნიტური ფუნქციების ასსასმენტი სამზარეულოში ან ნებისმიერ სხვა აქტივობაში.

ესეც დღის სიმღერა


პ.ს. ჩემ სამსახურში ახალი ექიმი მიიღეს, იგივე ექიმი რომელთან ერთადაც მთელი ზაფხული ვმუშაობდი მეზობელ ქალაქში :) გერმანელია და ისე საყვარლად საუბრობს შვედურად, პაციენტების მისი ნათქვამის ნახევარს ვერ გებულობენ :D

1 comment:

ნინო გოგუაძე said...

უსაშველოდ ვამაყობ შენით!