Feb 28, 2014

გულის ამაჩუყებელი ამბები სამსახურიდან

ხანდახან ისეთი პაცეინტები მყავს ხოლმე, რომ ძალიან ვჩუყდები და აბღავლების ზღვარზე ვარ ხოლმე. ორი ასეთის შესახებ უნდა დავწერო.

პირველი პაციენტი. პაციენტი და მისი ცოლი, ალბათ არასდროს დამავიწყდება. ჩემი პაციენტი 92 წლის, სახლში იყო და მას ასევე ძალიან მოხუცი, 90 წლის ცოლი უვლიდა, ყველანაირი დახმარების გარეშე. სახლში რამოდენიმეჯერ დაეცა, ძალიან ცუდად გახდა იყო და ჩვენთანაც ამიტომ მოიყვანეს, ინსულტი ეგონათ (სინამდვილეში მგონია, რომ ცოლი ვერ უვლიდა საკმარისად, საჭმელს ვერ ღებულობდა, წამლებს და დაუძლურდა).

ცოლი ყოველ დღე მოდის საავადმყოფოში. გუშინ დადეგმარების დღე გვქონდა და გადაწყდა რომ პაციენტი დროებით, სპეციალურ საცხოვრებელში იცხოვრებს საავადმყოფოს შემდეგ.  ცოლს ვკითხე რას ფიქრობ ამის შესახებ თქო, და მოწყენილად თქვა სახლი ძალიან ცარიელია ჩემი ქმრის გარეშეო, მაგრამ ვიცი რომ საჭიროა დროებით სხვაგან იცხოვროსო, იქაც მივალ ყოველ დღეო. დღეს, ცოლი რომ მოვიდა პაციენტის საწოლში იწვა. მიუჯდა გვერდით ცოლი და ისე გაუხარდა ამ ჩემ პაციენტს, მოკიდა ცოლის ხელს თავისი ხელი და ეფერებოდა ისე საყვარლად... ისე საყვარლად.

მეორე პაციენტი დღეს მოვიდა. თავიდან ძალიან კარგ ხასიათზე იყო, ყველას გვეცეკვებოდა,  იცინოდა, უხაროდა როგორ ფიქრობთ ჩემზეო. მერე კარგად რომ ჩავუჯექი და ვესაუბრე, აღმოჩნდა რომ მეხისერების პრობლემები აქვს, და სიცილის ხასიათზე ყოფნაც ნელ ნელა გაქრა. თავის ძალიან ახლო მეგობრებს ვეღარ სცნობს სახეზე, ხანდახან თავის ცოლსაც კი.... ისე განიცდიდა ამას.

1 comment:

Sophie שרה Golden said...

მოხუცები რა საყვარლები არიან, ბავშვებივით ხდებიან და ყველაზე მეტი სითბო და მხარდაჭერა სჭირდებათ.
კარგი პროფესია აირჩიე, ტომა და რაც მთავარია, მოგწონს და ასეთი devoted ხარ.