Feb 23, 2014

ბაღის ამბები, გაგრძელება

როგორც მოსალოდნელი იყო, არ დაველოდე დათბობას და ჩემი გეორგინა და პიონები ოთხშაბათს, საგულდაგულოდ ამოთხრილ მიწაში ჩავრგე. უკვე გაღვივებულ ბოლქვებს რომ არ შესციებოდათ, თავზე დავაფარე ნაძვის და სხვა მწვანე მცენარეების ტოტები (ეზოში ბუჩქები შევკრიჭე, დავამახინჯე ყველაფერი). ამინდმა იმედი არ გამიცრუა, და იმავე საღამოს გულიანად მოთოვა! საბედნიეროდ თოვლი დილისთვის უკვე გამდნარი იყო.

ეს ბოლო დღეები ნარგავებს ვამოწმებ, ჯერ ჯერობთ კარგად გრძნობენ თავს. ამოყოფილი აქვთ ასე ერთ სანტიმეტრზე თავი და არიან. პარასკევს, ასევე შევამჩნიე რომ ერთმა ტიტამ დაიწყო ამოსვლა.

გაზაფხული მოდის, აშკარად იგრძნობა! ველოდები ვადების სეზონი როდის დაიწყება რომ ვიყიდო 3- 4 ბუჩქი და ჩავრგო ბაღში :)

ესეც ჩემისულელი მცენარეები, რომლებსაც არ ეშინიათ ზამთრის და არ იციან მარტში რა ელით (დიდი თოვლი იცის ჩვენსკენ მარტში).

ეს მგონია რომ ფურისულაა.

 ეს პიონია.
ეს ტიტა (ეზოში, დიდი ქოთანში მაქვს ჩარგული 6 ტიტა)

No comments: