Feb 23, 2014

კავშირი ჩემსა და კაჭკაჭებს შორის :)

როგორც იცით ჩემი სამუშაო მაგიდა ფანჯრის წინ დგას. ფანჯრიდან კი ვხედავ დიდ ხეს, რომელიც გზის მერე მხარესაა. ამ ხეს ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი, მაგრამ დღეს რომ ვიჯექი და კვლევის გემაზე ვფიქრობდი, შევამჩნიე რომ ხის გარშემო უჩვეულოდ ბევრი კაჭკაჭი დაფრინავდა. კარგად რომ დავაკვირდი, ორი დიდი ბუდე შევნიშნე :) საუკეთესო სათვალთვალო პუნქტი მაქვს, იმისათვის რომ დავაკვირდე მოვლენების განვითარებას.  იმედია თქვენც ხედავთ ამ ბუდეებს.

ქვევით რომ თეთრი ღობესავით სჩანს, ეგ ვერანდააა. კაჭკაჭების სათვალთვალო პუნქტი, ოღონდ ეგენი ჩვენ გვითვალთვალებენ  :)
ეს ჩემი სამუშაო მაგიდა, მალე უკვე ჩემი ადგილი აღარ იქნება აქ. აშკარად უნდა მოვიფიქრო რამე რომ ცოტა ადგილი გამოვანთავისუფლო. სტატიების და წიგნების ზოგი ნაწილი ჩემი ქმრის მაგიდაზე დევს.



2 comments:

Keti said...

ეშმაკი კაჭკაჭები :)
რამე ბრჭყვიალა თუ დაგრჩა გარეთ, აგაწაპნიან მაშინვე :)

Toma said...

mash >O eshmakis fexebi!

erti unda vcado brchkivlaze.