Feb 15, 2014

პუშერი და ვაჯიში

რამოდენიმე კვირის წინ ერთი ძალიან მძიმე პაციენტი მყავდა, ძალიან ძლიერი პუშერით
იმდენად ძლიერით, რომ ჩემმა ხელებმა ვერ დაიჭირა პაიენტი, და ლოგინზე მოუწია გადაწოლა, დიაგონალზე (ახლაც ვერ გამირკვევია როგორ გაგვიმართლა რომ საწოლის კანტიდან ძირს არ ჩამოცურდა და რამე არ დაიზიანა). ამ დღის შემდეგ გადავწყვიტე რომ აუცილებელი იყო ვარჯიშის დაწყება, და მხოლოდ იოგათი ვერაფერს გავხდებოდი.

ჩვენთან საავადმყოფოში საშუალება გვაქვს სულ რაღაც 50 ევროდ სემესტრში სხვადასხვა ვარჯიშებზე ვიაროთ მთელი საავადმყოფოს პერსონალმა. არჩევანი დიდია - წყლის აერობიკა, იოგა, შტანგის ვარჯიში, მუცლის ვარჯიშები, ზუმბა, აერობიკა და ასევე არის ტრენაჟორების დარბაზი. შეგიძლია აირჩიო ლანჩის ვარჯიში (45 წუთი) ან საღამოს პასები. მე ლანჩზე დავდივარ, საჭმელს მაინც არ ვჭამ შუა დღეს.

კვირაში სამჯერ მიწევს ვარჯიში. ერთხელ ქორე ანუ მუცლის კუნთების ვარჯიში, და ორჯერ შტანგა. ეს უკანასკნელი არის ძალიან დამღელი, და ჩემთვის ძალიან ძნელი იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა ჩემი ხელის კუნთები არაფრის მაქნისი იყო (ერთ კილოანი წონებით ძლივს ვუძლებდი ბიცეფსის, ტრიცეფსისი და მხრის ვარჯიშებს და პუშერს როგორ გავუძლებ?).

ერთი თვის წინ ფეხების და ზურგის ვარჯიში 5 კილოთი დავიწყე და ახლა 15 კილოზე ავედი. მკერდის კუნთებიც სავარჯიშო წონა 5 კილოდან 10 მდე გავზარდე. ხელისაც გავზარდე 5 კილომდე თუმცა ძალიან მიჭირს, მაგრამ არ უნდა დავნებდე. ამ ყველაფერში ჩემი თანამშრომლებიც ავიყოლიე და ჩემი სამუშაო ოთახიდან ორი წავიყვანე სავარჯიშოდ გუშინ, ერთი დარჩა რომელსაც ყოველ დღე ტვინს ვუჭამ და როდესღაც მობეზრდება და წამოვა - შეძახილმა ხე გაახმოს პრიციპით ვმოქმედებ.

ქორე - მუცლის პრესისათვის ასეთ ვარჯიშებს ვაკეთებთ დაახლობით



შტანგისთვის კი აი რაღაც ასეთ ვარჯიშებს, ოღონდ ჩვენი შტანგა ჩვეულებრივია, ასეთი ნავაროჩენი არაა. 



ვაჯიშიების ბოლოს კი გასაწური ტილოსავით ვართ ხოლმე.

No comments: