Feb 3, 2014

ფიქრი რად უნდა დროს?!

დრო კი არ გარბის, სინათლის სიჩქარით მიჰქრის. მე კიდევ ვერ ვეწევი.
ჩემი ტვინი, ჯერ კიდევ 2013 წელშია დარჩენილი.
იმის დრო არ მაქვს რომ გავჩერდე და ვიფიქრო, გავაანალიზო რას ვაკეთებ. იმიტომ რომ უნდა ვაკეთო, ვაკეთო, ვაკეთო და შედეგი ვაჩვენო. ბოლოს კი ვეღარ ვხვდები რატომ ვაკეთებ იმას რასაც ვაკეთებ.

ჯერ კიდევ ვერ დავმტკბარვარ ჩვენი სახლით, იმიტომ რომ როცა კი სიხარულის ტალღაზე ვდგები, ეგრევე მახსენდება რამდენი რამე მაქვს გასაკეთებელი სამსახურის და თავის დამკვიდრების თვალსაზისით.

ეს სიმღერა ამეკვიატა


ლირიური გადახვევა. ეს კაბა მომწონს და არ ვიცი ვიყიდო თუ არა, იმიტომ რომ ყოველი ჩემი ნაყიდი კაბა გარდერობში რჩება.არადა მომწონს ძალიან, თან მომბეზრდა. არ ვიცი დამიჯერებთ თუ არა, მაგრამ 5 თვეზე მეტია ერთი ჯინსით დავდივარ გავრეცხავ ჩავიცვავ, გავრეცხავ ჩვიცვავ და ასე. მაღაზიებში სიარული, რჩევა და მოზომვა მეზარება.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

Ikide!!! Axla agar vici, magram sheni zveli fotoebi rom maxsovs Facebook-ze, zalian mogixdeba es kaba!

Kargi simgeraa.

Toma said...

sofi, ise maqv smomatebuli conashi rom chem dzvel suratebs rom vukureb tavi dzroxa mgonia :D

cotas davikleb, gansakutrebit celis midamoeshi da movizomav (magaziashi tu vnaxe ak sadme)