Jan 25, 2014

ორგანოების დონატორობა?!

წინა კვირას დიდი შეხვედრა გვქონდა სამსახურში. შევხვედრა რეგიონული დონის იყო, ჩვენს განვითარებას ისახავდა მიზნით და სხვადასხვა მომხსენებელი გვყავდა. ერთ ერთი მომხსენებელი იყო ახალგაზრდა ქალი - მარტა, რომელსაც მუცლის ღრუში თითქმის ყველა ორგანო ქონდა გადანერგილი.... ამ ქალის მოხსენების ტემაც, სწორედ ორგანოების დონაცია იყო.

ჩვენთან, ოფოციალურად შეიძლება დონატორი გახდე. სპეციალურ ქაღალდზე აწერ ხელს და მერე საერთო დატაბაზაში შედიხარ. თუ აზრს შეიცვლი, ასევე შეიძლება კონტრაქტის ანულირება.

დონაციის იდეა ძალიან მომწონს მე. მაგრამ პირადად ვერ მიმიღი გადაწყვეტილება. მე და ჩემი თანამშრომელი ვსაუბრობდით, როგორც კი ეს საკითხი დადგება, ავტომატურად ხდება იმის აღიარება რომ ერთ დღესაც მოვკვდებით (დიდი არაფერი ყველა კვდება, მაგრამ მაინც).

თქვენ თუ გიფიქრიათ ორგანოების დონტორობაზე გარდაცვალების შემდეგ?


საინტერესო საიტი, შვედურადააა მაგრამ შეგიძლიათ გუგლით გადათარგმნოთ
http://merorgandonation.se/

2 comments:

Keti said...

მიფიქრია და არ მინდა რატომღაც.

Toma said...

ratom ar ginda keti?