Jan 16, 2014

უცნაური ექიმი

ერთი პაციენტი მყავს, ინსულტის ძალიან იშვიათი მიმდნარეობით. ისე ცუდადაა რომ გადარჩენის შანსები ძალიან დაბალია, მაგრამ ინსულტი და თანმდევი ფსიქოზი ისეთი რამეა, ვერასდროს იტყვი 100% რომ ავადმყოფი ვერ გადარჩება.

დღეს შედივარ პაციენტთან რომელიც უგონოდაა, ხელის ვარჯიშს ვაპირებდი რომ კუნთის, მყესის და ძვლების დეფორმაციები თავიდან ავიცილოთ, და ვხედავ სამი შვილი პაციენტს გარშემო უზის და ტირის. ავუხსენი რომ ხელის სავაჯიშოდ მივედი და ისიც ავუხსენი რატომ იყო ეს ვარჯიში აუცილებელი. ხოდა შვილებმა გაფართოეული თვალებით შემომხედეს - ექიმმა გვითხრა კვდება პაციენტიო. გადავირიე ლამის, ერთი გავიფიქრე ნეტა გამაქრო აქედანთქო.

უცებ მოვიკრიბე გონება და ავუხსენი, რომ მსგავს სიტუაციებში არასდროს იცი რა და როგორ იქნება, იმიტომ რომ ადმაიანის ორგანიზმი, და განსაკუთრებით ტვინი იმდენად კომპლექსური მექანიზმებია, 100 % რამის დამტკიცება შეუძლებელია. ამიტომ ვუთხარი რომ სანამ პაციენტი ცოცხალია უნდა გავაკეთოთ ის რაც შეგვიძლია. რაღა უნდა ეთქვათ შვილებს...

მაგრამ მე ექიმის გამიკვირდა! კაცო გამოცდილი, უჭკვიანესი ადამიანია, რამ ათქმევინა ასე დარწმუნებით რომ პაციენტი ვერ გაუძლებდა ინსულტს და უახლოეს მომავალში გარდაიცვლებოდა? მითუმეტეს რომ ეს საწყალი პაციენტი უკვე მეოთხე კვირაა ებრძვის ინსულტს, თანმდევ ფსიქოზს და ინფექციას რომელიც საავადმყოფოში ყოფნის დროს აიკიდა. თან ყველა ჩვენთაგანს გვაქვს გამოცდილება რომ ძალიან ძნელია ინსულტის შედეგი იწინასწარმეტყველო, ზოგი პაციენტი ისე უცებ გარდაიცვლება ხოლმე, მოულოდნელობისაგან ყბა მივარდება. ზოგს კიდევ ყოველ დღე ველოდებით რომ გარდაიცვლება, მერე ოშაბათს სამსახურში მივსულვართ და გვინახავს როგორ ზიან და თვისით ჭამენ საჭმელს.

10 comments:

david trapaidze said...

ცივი პრაგმატიზმის დღე ქონდა ეტყობა

Anonymous said...

Xo,insulti tavisi "xasiatidan" gamomdinare dznelad prognozirebadia,magram vtqvat rodesac 100% icit rom igupeba pacienti, eubnebit mas an mis ojaxis wevrebs?

P.S. axali shvedi gogo movida chventan samsaxurshi da shesvenebebze, varjishebs atarebs :D ,sportis gareshe ar shemidzliao. Dzalian amayobs tavisi shvedobit. Chventan skolebshi dzalian didi yuradgeba etmoba sportso da tqventano ? Rac echvi ar mepareba, masec iqneba. Mokled, gushin xan ras aketebda xan ras, shevedi mosasvenebel otaxshi(sadac varjishobs) vachvene shpagatebi, xidze gadasvla, bolos fexistavtan mitanit davabolove da davtove es shvedi gamoshterebuli :d :d ogond ratom mominda am yvelafris gaketeba,ver getyvi :d

Toma said...

davit, axloblebma echvqvesh daakenes pacientis wamlebi da eqimis danishnuleba (sul tyuiad sxvatashoris), xoda ase mgonia aman samagiero gadauxada.

anonimus, insultis dros 100 % iT ramis tqma aris carmoudgeneli. magram ise ki veubnevit.

sports etmoba udidesi adgili ak skolebsic da sxvaganac. dzalian bevri savarjisho adgilebia, garda amisa kompaniebi tavis tanamshromlebs stavazoben shegavatebs darbazebshi rom iaron. chemtanac aris samsaxurshi. lanchze vvarjishobt xolme an zumbas an cores an sxva rames. msruvelebs sagamosac sheudliat varjishi tu lanchze ver moascres.

agiyolia mag shvedma gogom. kaia ise ragac mxiaruleba shemoutania :D :D ras aketebs tveknatn samsaxurshi ?

Anonymous said...

Aqac egrea, yvela variantshi unda vutxrat pacients, rogorc ar unda moitxovos ojaxma, da chems praqtikashi piradad jer 1 elac ar yofila, rom ojaxs moetxovos pacientistvis daemalat diagnozi/ ramdens xans icocxlebs.

Shvedi josephina, rogorc practical nurse, rogorc nurseis assistanti. Uyvars varjishi da ludebze laparaki :D Yoveldge barshi mepatijeba, rame davlioto :d :d sul feminiszmze laparakobs , amavdroulad yovelkvira axal bf yavs, rac tavistavad ar gamoricxavs erti-meores :d but still weird)) sayvareli gogoa, werilebs mitovebs xolme magidaze:))))

Toma said...

ra sayvareli gogoa :)
cakevi mere ludze, ar megona shvedi sagvargaret aseti gaxsnili rom iknebda. gonia tavis kvekanashi arian ragacnairad shekrulebi da ver bedaven mtlad socialurobas >(

Anonymous said...

Me var dzalian fetiani, shecdomis dashvebaze metad arafris meshinia. 1000 jer unda shevamowmo vin ra recepti gamowera, pacientis progresi, vin ra doza misca pacients, yvelaferi, shedis da ar shedis chems valdebulebashi. Amitom medzaxda cutie freak, da magitom mepatijeba barshi, unda ganitvirtoo :D Magram me da alkoholi megobrebi ar vart. mas shemdeg rac shpagatshi chavjeqi :D medzaxis bendable freaks))) dzalian socialuri da chemda gasakvirad, uambicio, chvens samsaxurshi yvelas master rogorc minimum aqvt, umetess shemtxvevebshi phd, amas bakalavri da didad arc nerviulobs.

Mokled .....

Toma said...

shevebi ar arian ambicuri xali zogadad, shegidzlia chemi jgufis da samsaxurebis magalitze gitxra :D

limonati dalie barshi. martali ki utkvia gantivrtvastan dakavashirebit. mec shesavit vikavi tavidan, shecdomis dashvebis meshinoda sascaulad, magram axla cota davrcmundi shem tavshi, da naklebad vnerviulob.

Anonymous said...

Movie&ice cream ze shevtanxmdit :)

Imedia, ramenairad mec davrwmundebi sakutar dzalebshi, torem sul dapanikebuli davdivar

Toma said...

rommoxval, aucileblad unda gvitxra rogor chaiara mag yvelaferma Ö=

Keti said...

აი არ მესმის, როცა ასე გადაჭრით ეუბნებიან ახლობლებს ცუდ დიაგნოზს.
სულ მგონია, რომ ახლობლების თანადგომას გარკვეული დადებითი შედეგები მოაქვს მაშინაც, როცა პაციენტი უგონოდ არის. როგორც კი ახლობლები იმედს გადაიწურავენ, რაღაც ძალა პაციენტსაც აკლდება. ამ დროს თითქოს ყველა წირავს მას :(