Jan 15, 2014

უმაგრესი შოკოლადის ნამცხვარი, ფენების ილუზიით :)

ამ უმაგრესი ნამცხვარის რეცეპტი ფორუმზე ვნახე, მისი ავტორი ლუტას სახელით წერს (თამუნა ქვია სინამდვილეში). რადგანაც დარწმუნებული ვიყავი რეცეპტის სიკარგეში, სხვაგვარად თამუნა უბრალოდ არ დადებდა ფორუმზე, ავდექი და გამოვაცხვე. შედეგი იმდენად კარგი გამოვიდა რომ გადავწყვიტე მისი აქ დადება.  გინდაც იმიტომ რომ ბლოგზე ყველაზე კარგად მენახება რეცეპტები.

მაშ ასე!! აუციებლად ყველა ნაბიჯი იმ თანმიმდევრობით უნდა გააკეთოთ როგორიც რეცეპტშია თორემ არაფერი გამოვა.

მოსამზადებელი საფეხური:
- წინასწარ დადნეთ 125 გრამი კარაქი დ გააცივეთ.
- საცხობ ფორმაში 20სმ*20სმ, ან სხვა ზომის რომელიც იგივე ფართობს მიგცემთ ჩააფინეთ საცხობი ქაღალდი.
- ცოტაზე გაათბეთ 500 გრ რძე
- 50 გრამი კაკაო და 65 გრამი ფქვილი გააერთიანეერთ თასში

მომზადება:
1. ჩართე ღუმელი 150 გრადუსზე სანიავებლის გარეშე და 130 გრადუსზე თუ სანიავებელი აქვს. 

2. ოთხი კვერცხის ცილა მოათავსეთ თასში და კარგად ათქვიფეთ, ბეზესავით უნდა მიიღოთ.

3. 4 კვერცხის გული და 150 გრამი შაქარი მოათავსეთ სხვა თასში და კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ცივი წყალი და გააგრძელეთ თქვეფა მანამ შაქარი არ გაიხსნება (მე შაქრის პუდრა გამოვიყენე, თქვეფა დიდი ხანი რომ არ დამჭირვებოდა, 150 გრამი საქარი დავფქვი). ამ მასას დაამატეთ 125 გრამი დამდნარი და გაცივებული კარაქი (კარაქი არ უნდა იყოს ცხელი!!). გააგრძელეთ თქვეფა და დააცერით 65 გრ ფქვილი და 50 გრ კაკაო. ეს ყველაფერი კარგად რომ გაიხსნება დაამატეთ 500 გრ თბილი რძე (ცხელი არ უნდა იყოს!!). გააგრძელეთ თქვეფა. ერთიან მასას რომ მიიღებთ ნაზად შეურიეთ კვერცხის ათქვეფილი ცილები, ისე რომ ცილის სტრუქტურა არ დაირღვეს.

4. ეს მასა ჩაასხი ქაღალდ ჩაფენილ ფორმაში. გამოაცხვე 150 გრადუსზე ( სანიავებლის გარეშე) 80 წუთი. სანიავებლით 130 გრადუსზე 70 წუთი.

5. ნამცხვარი გააცივე ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ შედგი მაცივარში რამოდენიმე საათით.





როგორც ლუტამ თქვა, ამ ნამცხვრის ვანილის და ყავის ვარიანტიც არსებობს. ყველა ბიჯი იგივეა. ვანილის ვარიანტისათვის 50 გრ კაკაოს და 65 გრამი ფქვილის ნაცვლად გამოიყენებთ 115 გრ ფქვილს და ვანილს. ყავის ვარიანტისათვისაც ასევე გამოიყენებთ 115 გრ ფქვილს და ხსნად ყავას თბილ რძეში გახსნით.

4 comments:

Anonymous said...

Vaime toma, sakutar tavs davpirdi sauzmeze marto banans da marwys shevcham xolme tqo da exla es davinaxe. O.M.G! Wavedi rame unda viyido exla.

Toma said...

gaakete! advili gaaketebelia da gemrielia da bevri xani gekofa!

Elene Toidze said...

ფანტასტიკურია.. ულაამაზესი და უფაფუკესი.. მეც გავაკეთბ აუცილებლად. :))))

Toma said...

elene,imedia shenc mogeconeba!