Dec 29, 2013

გაბრაზებული პოსტი!

ეს ბოლო კვირაა, ქართულ ახალ ამბებს როცა ვუყურებ ძალიან ვბრაზდები და მინდა სიუჟეტის ჟურნალისტი და გმირიც მაგრად შევაჯანჯღარო და შევახსენო რა ქვეყანაში ცხოვრობენ. 

ქვეყანაში სადაც ინფლაციაააა, ალბათ მინიმუმ 50 % არ მუშაობს და მოსახლოების დიდი უმრავლესობა სიღარიბის ზღვარზე ან სიღარიბის ზღვარის ქვევით ცხოვრობს არ უნდა შეუკიკინო წინა საახალწლო სიუჟეტებით სადაც პირდაპირ დემაგოგობენ როგორ უნდა შეხვდე ახალ წელს იმისათვის რომ ახალი ცხენის წელი იყოს წარმატებული! მითუმეტეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ერი, საკმაოდ ცრუმორწმუნე ხალხი ვართ და რასაც ასტროლოგები ამბობენ მხოლოდ კედელზე შეყრილი ცერცვი არაა.

არ შეიძლება ყოველ დღე ამეორო და აჩვენო, რომ სუფრაზე უნდა გქონდეს: ცხენი, ხის ნაკეთობები, მრავალფეროვანი სალათები, ნალები, ჯამში ჩაყრილი მონეტები, უნდა ჩაიცვა ელეგანტური ტანსაცმელი თან წითელი ან ყვითელი კი არა, არამედ უნდა იყოს მწვანე, ან ბეჟის სხვადასხვა სახეობა (თურმე ცხენი ელეგანტურია და ელეგანტურად უნდა შეხვდე), ბლა ბლა ბლა ბლა..... საწყალი ხალხი ისედაც დროს იმაზე ფიქრში ატარებს რომ ყოველ დღე როგორმე ოჯხი გაიტანოს და ეს აბდაუბდა რომ ემატება წინა საახალწლოდ, როცა ყველა ცდილობს იზეიმოს, წარმოიდგინეთ რა სიტუაციაში არიან. 

არ შეიძლება, ხალხს ისედაც რთული ცხოვრება კიდევ გაურთულო და წინა საახალწლოდ ხასიათი გაუფუჭო, იმიტომ რომ არ აქვთ შესაბამისი თანხები რათა ცხენები, ტრალალაები და ტრულალები დადონ სუფრაზე, იყიდონ ახალი ტანსაცმელი და ელეგანტურად გამოეწყონ... მერე კიდევ ეს წრურწმენა - ახალ წელს შესაბამისად მომზადებული ვერ შევხვდი, ესეიგი ცუდი წელი იქნება.

ხოდა, თუ ვინმე ასეთი ჩემი ბლოგის მკითხველიცაა მინდა ვიდემაგოგო და ვუთხრა - მთავარი ის კი არაა რა გაცვია და რას ჭამ ახალ წელს, არამედ ის განწყობა რომლითაც ახალ წელს და ნებისმიერ სხვა დღეს ხვდები!

4 comments:

Sophie שרה Golden said...

50%? Mgoni, 80% umushevaria :-(
Qartul televizias ra gayurebinebs, me internetshi movkrav xandaxan rames tvals da nervebi meshleba, shevanjgrio ki ara, magrad mibegva mindeba yvelasi.
Xalxi yvelas fexebze kidia :-(

Toma said...

Is mayurebinebs sofi, rom indformaciis migebis garda, aseve mainteresebs xalxi rogo gamoiyureba, rogor gamoxataven emociebs. Am kvelaefers ver vkitxulob sttiebshi.

ramdeni procentia umuSevari namdvilad ar vici, 80 rom ikos ar gamikvirdeba arc 90.

Anonymous said...

xalxs nevrozi ki ara fsiqozi aqvs ukve, Iseti mdgomareobaa qveyanashi.

Ise arc presa chamouvardeba sidurakeebis werashi, imdeni sisulele wamikitxavs qartul online gazetebshi ra gitxtat

Toma said...

ho, arc presashi chamouvardebian itioturi teqstebit.