Dec 8, 2013

დილის ვარჯიში

ჩვენთან თოვლი მოდის, მეორედ უკვე დეკემბრის განმავლობაში. პიველად ორი დღის წინ იყო, და ისეთი სტორმით რომ ხეები ამოგლიჯა და ხალხი დენის და გათბობის გარეშე დატოვა.

დღეს უფრო მშვიდობიანი ჩანს ეს ყველაფერი, ერთი ეგაა რომ თოვს და თოვს, და რაც უფრო დრო გადის მით უფრო მეტად. ეს კი დილის ვარჯიშის მშვენიერი საშუალებაა... და აი რატომ. ჩვენთან სახლის მეპატრონემ თავად უნდა გაზმინოდს სავაი გზა სახლის წინ. ჩვენი სახლები სადაცაა, იქ გროტუარები არაა, მხოლოდ ფართე სავალი გზაა, სადაც მანქანებს ეკრძალებათ შემოსვლა. ხოდა მეც, პატიოსანი მოქალაქესავით დღეს დილას ავდექი და დავიწყე თოვლის წმენდა სახლის და გარაჟის წინ. არც ისე ადვილი საქმე, როგორც ჟღერს მაგრამ კაი სავარჯიშო კია :)

ეს გასაწმენდი გზა, რა ლამაზია :)

ეს უკვე "გაწმენდილი" და დამახინჯებული



 ეზო.

დაახლოებით ერთი საათია რაც მოვრჩი წმენდას, და გარმუნებთ ახლა გარეთ რომ გავიხედე, ისევ იმდენი თოვლია რაც გაწმენდამდე იდო. სარამომდე არ ვაპირებ რამის გაკეთებას და მერე ისევ გავალ სავარჯიშოდ.

4 comments:

Sophie שרה Golden said...

Lamazia tovli zalian, magram rodis gadneba tqventan? :-/ axal saxlshi buxari gaqvt? Aminds mouxdeboda.
aq ufro metad ianvridan icis da mainc sul zamtari mgonia mteli weli.

Toma said...

ukve daicko dnoba. uceb aicia temperturam da ckalia kvelgan kuchashi. tu kidev ar daamata mer ekinvam. zamari ki gagrdzeldeba ase aprilamde :D.


buxari ar makvs, arda argor mindoda buxariani saxli da zamtarshi buxarshi shemcvari mcvadebi.

Keti said...

სურათებზე რა ლამაზია თოვლი, ისე კი გამიჭირდებოდა მე ასეთ ზამთრებში :)


თოვლში ჰაერიც სუფთა იქნება და დილის ვარჯიშიც ერთი-ორად სასარგებლო

Toma said...

aba sadaa zamtari keti, ori dge iko sul tovli. mteli dekemberia cvims da shtormebi gvakvs.

chvensken ufroa zamtari vidre chem kalakshi.