Dec 30, 2013

ბერძნული სუფი :)

სუფების მოყვარულებს ეს სუფი ნამდვილ აჰა განცდას ჰპირდება. გასაკეთებლად ადვილია, ბევრ ვიტამინებს შეიცავს და რაც მთავარია არ სჭრიდება ბევრი ფილოსოფია :)

მომზადებისთვის დაგჭირდებათ: 
500 გრ ხორცი. წვრილ კუბიკებად დაჭრილი
1 ც. ხახვი წრილად დაჭრილი
1 ც. ყაბაყი, 2 ც სტაფილი, 2 ც კარტოფილი -  2 სანტიმეტრი სიგრძის და 1 სანტიმეტრი სიგანის ჩხირებად დაჭრილი
1 ცალი პრასი (მხოლოდ თეთრი ნაწილი), რგოლებად დაჭრილი
ერთი კონა ნიახური, წვრილად დაჭრილი.
1 ც. ლიმონი
2 ც. კვერცხის გული
1 ს.კ. სიმინდის ფქვილი

მარილი, პილპილი გემოვნებით.


მომზადება:
1, ჩაყარეთ ხორცი ქვაბში (მინ 5 ლიტრიანი) და მოხარშეთ.
2. მოხარშულ ხორცს დაამატეთ ყველა ბოსტნეული (ლიმონის გარდა) ხარშეთ სანამ კარგად არ მოიხარშება ეს ყველაფერი.
3. ცალკე თასში ათქვიფეთ ორი კვერცხის გული, ერთი ლიმონის წვენი და 1 ს.კ სიმინდის ფქვილი. 
4. კვერცხის ნარევში ჩაასხით სუფის ცოტა წვენი და გააგრძელეთ თვეფა. შემდეგ ეს ყველაფერი სუფის ქვაბში გადაუშვით და კარად მოურიეთ.
5. მარილი, პილპილი გემოვნებით :)

ესააა და ეს, სუფს ნამდვილად ბევრი ბოსტნეული სჭირდება მაგრამ დამერწმუნეთ მართლა ვიტამინების ბუდეა :)



2 comments:

Sophie שרה Golden said...

Aucileblad gavaketeb am sups. Miyvars vitaminebi. Madloba gaziarebistvis.

Toma said...

ki sofi, namdvilad isiamovnebT. tan bavsvistvisac kaia, bevri sxvadasxva saxis bostneuli aqvs da amavroulad proteinebitac mdidari sufia xorcis xarjze.