Dec 29, 2013

სოკოს შვედური სალათი უნგრულ სტილში :)

დღეს გაგანდობთ ძალიან კარგ შვედურ სალათს უგრულ სტილში. ეს სალათი გაზქურაზე მზადდება, მაგრამ ცივი იჭმევა. შეგიძლიათ ცხელიც მიირთვათ თუ მოგინდებათ.

ინგრიდიენტები:
1 კგ სოკო
2 ცალი დიდი ზომის ან 3 ც პატარა ზომის ხახვი
2 ც. დაფნის ფოთოლი
1 ცალი ლიმონის წვენი
ქონდარი ასე 1/4 ჩაის კოვზი
ზეთი
2 ს.კ ტომატ პასტა ან 300 მლ პომიდვრის საწებელა

შაქარი, მარილი, პიპლიპი გემოვნებით. 

მოზადების წესი
1. სოკო გაასუფთავეთ და დაჭერით. ხახვი გაარჩიეთ და დაჭერით წვრილად.
2. ქვაბში ჩაყარეთ ხახვი, დაასხით იმდენი ზეთი რომ მისი შეწვა შესძლოთ. ხახვი რომ მოიწვება დააყარეთ სოკო. სულ ურიეთ რომ სოკომ არ მიიწვას. დაამატეთ დაფნის ფოთოლი.
3. რაღაც დროის გასვლის შემდეგ ნახავთ რომ სოკო წყალს მოიკიდებს. გაზქურის ცეცხლი საშუალოზე მაღალი უნდა იყოს რომ ეს წყალი ამოიშროს.
4. სოკოს წყალი რომ ამოშრება დაამატეთ ლიმონის წვენი, პომიდვირის პასტა ან საწებელი, ქონდარი, პილპილი, მარილი და შაქარი გემოვნებით. კერძი არ უნდა გამოვიდეს მჟავე, მაგრამ არც ტკბილი. ლიმონის გემო უნდა იგრძნობოდეს მაგრამ ისე რომ კერძს ამჟავებდეს. წამოადუღეთ კერძი 5 წუთი და გამოდგით ცეცხლიდან.
5. მოსართავად გამოიყენეთ კვერცხი ან ლიმონის ნაჭერები.



2 comments:

Anonymous said...

gemrieli ragac chans. Unda vcado amis gaketeba

Toma said...

gemrielicaa da advilic Ö=