Dec 21, 2013

საშობაო სურნელოვანი პეჩენიები

გთავაზობთ, ადვილ და ძალიან გემრიელი საშობაო სურნელოვანი პეჩენიების რეცეპტს :). რა სჯობია, შობა ახალი წლის დღეებში სახლში დარიჩინის, ლიმონის და ვანილის სურნელი რომ ტრიალებს. ჩემთვის სწორედ ეს სუნელები ჰქმნიან სადღესასწაულო განწყობას :).


ინგრიდიენტები:
200 გრამი დაკეპილი კარაქი/მარგარინი
1 კვერცხი
250 გრამი ფქვილი
100 გრამი შაქარი
1 ს.კ. ვანილის შაქარი
0.5 სუფრის კოვზი გამაფხვიერებელი
50 გრამი წვრილად დაჭრილი ნიგოზი

სუნელები:
0,5 ჩაის კოვზი დარიჩინი
0,5 ჩაის კოვზი ჯინჯერი (იმბირია რუსულად და ქართულად არ ვიცი)
ნახევარი ლიმონის კანი (ლიმონის ცედრა)

ჯემი ნებისმიერი სახის (სურვილისამებრ)
 
მომზადება:
1. თასში მოათავსეთ ყველა ინგრიდიენტი და უცებ უცებ ამოზილეთ ხელით ისე რომ მიიღოთ ერთიანი მასა.
2. პეჩენიების მასა მოათავსეთ მაცივარში და დატოვეთ ერთი საათით. (სანამ ცომი ცივდება კიდევ რაიმე ფილმს უყურეთ, ან ბლოგის პოსტი დაწერეთ ან ყავა მოამზადეთ და მიირთვით :):) 
3. ერთი საათის შემდეგ გამოიღეთ ცომი მაცივრიდან, გააბრტყელეთ ასე 0,5 ცანტიმეტრის სიგანეზე. ამოჭერით ფორმებით ან ჭიქით. მაგალითად თუ გამოვა 20 ცალი პეჩენია, ათი ცალი ცალკე გადადეთ და პატარა ფომით გული ამოაჭერით.
4. დააწყეთ პეჩენიები თუნუქის საცხობ ფირფიტაზე (ფქვილ მოყრლი უნდა იყოს ან საცხობი ქაღალდი ქონდეს ზედ), გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. აცხვეთ სანამ პეჩენიები ოქრსფერი გხდება. გაითვალისწინეთ რომ ცხობის დრო გაზქურაზეა დამოკიდებული
5. როცა პეჩენიები გამოცხვება, გამოიღეთ ღუმელიდან. მთლიან ფირფიტაზე დაადეთ ჯემი და ზემოდან დაადეთ მერე გულამოჭრილი ფირფიტა :).

გააცივეთ პეჩენიები და გემრიელად მიირთვით :)

No comments: