Dec 12, 2013

ნელ ნელა გვირაბის ბოლოც ჩანს.

ჩემი მასტერი თითქმის გადამწყვეტ სტადიაში შედის!
ბოლო ორ კურსზე რომელიც მჭირდება მიმიღეს.

ერთი კურსი 15 კრედიტიანია და  50 % დატვირთვით მიდის (ერთი სემესტრი). მეორე კურსი კი 30 კრედიტიანია და 25 % დატვირთვით მიდის (4 სემესტრი). რათქმაუნდა ორი წელი მასტერის საგამოცდო ნაშრომის წერას არ ვაპირებ, ამიტომ  ჩემი მიზანია ეს კურსი ერთ სემსესტრში მივაკვარახჭინო. რამდენად გამომივა არ ვიცი, იმიტომ რომ მასტერის საგამოცდო ნაშრომი ჯერ ჯერობით ყველაზე რთული რამაა ჩემს სასწავლო კარიერაში, მითმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ მოთხოვნებს რომლებიც გვეკისრება!

როგორც უკვე ხვდებით, მომავალი სემესტრი ძალიან მძიმე და დატვირთული მექნება,და რაც ყველაზე ცუდია, თითქმის უფულოდ დავრჩები, იმიტომ რომ 100% დატვირთვით ვერ ვიმუშავებ და 50% დატვირთვით არ ვიცი ვინმეს თუ მოუნდება ჩემთან თანამშრომლობა.

No comments: