Dec 4, 2013

სრული საგიჟეთი!

მაგრამ საბედნიეროდ სახლში არა არამედ პროფესიულ ცხოვრებაში!

ერთდროულად ვწერ:
1.  ჩემი კვლევის შედეგებს. გზაში აღმოვაჩინე რომ მონაცემთა ბაზაში შეცდომებია. არ ვიცი რამდენი შეცდომაა, მათი პოვნა და გამოსწორება იგივეა რაც თივის ზვინში ქინძისთავების ძებნა. ის რომ ყველაფერი თავიდან მექნება დასამუშავებელი (უკვე მერამდენედ) აღარ მადარდებს, მთავარია შეცდომები ვიპოვნო.
 2. დავალებას კლიენტზე ცენტრირებულ მუშაობაზე კვლევის მეთოდებში. Intervju study და ამ სახის მეთოდების  აზრზე არ ვარ. შესაბამისად ბევრი დრო მიაქვს.
3. დავალებას კვლევის მეთოდებში, ამჯერად ჩემი კვლევის შესახებ, კვლევის გეგმაა.
4. დავალებას სხვა კურსისათვის რომელსაც პროფესიის გაღრმავებას ეხება. თემა - Concept analyses of self-awareness.

ძალიან დაღლილი ვარ მაგრამ მოწყენილობას და მოტივაციის დაქვეითებას არ ვუჩივი, იმიტომ რომ:
1. ძალიან საინტერესო შედეგები მაქვს კვლევაში, ისეთი რომ ჩემი ხელმძღვანელი არც კი მოელოდა. არც მე თავისთავად.
2. ვსწავლობ კვლევის ახალ მეთოდს, რომელიც აუცილებლად გამომადგება მომავალში.
3. პროექტის გეგმა, მომავალ სემესტრში გამომადგება მასტერის კურს რომ გავივლი. ამ სემესტრში კი ფიდბექების და რეზონანსის დახმარებით მის გაუმჯბესებას შევძლებ.
4. self-awareness ის თემაა რომელზეც მუდმივად ვკამათობთ სამსახურში, მნიშვნელოვანი ფუნქციაა იმისათვის რომ ინსულტიანი პაციენტების რეაბილიტაციამ წარმატებით ჩაიაროს. ხოდა რაც უფრო მეტი მეცოდინება მის შესახებ მით უკეთესი!

ხოდა მთავარია განწყობა და მოტივაცია, თორემ ადამიანი 14 საათსაც იმუშავებს დღეში ისე რომ საჭმლის გაკეთებას, ფილმების ყურებას, სახლის დალაგებასაც და პოსტის დაწერასაც მოასწრებს! იმდენი შეგვიძლია, რამდენსაც ჩვენ თავს დავარწმუნებთ რომ შეგვიძლია!!

პ.ს ხოდა აქა იქ თუ ასოები გამომრჩა და აბდაუბდა ნაწერი მაქვს დაიკიდეთ, იმიტომ რომ მე დიდი ვეღარ მადარდებს.

პ.ს. 2 გუშინ ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, მგონი ადჰდ გაქვსო. ადჰდსი არ ვიცი, მაგრამ დისლექსიის რაღაც ფორმა ნამდვილად მაქვს.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

Am evropashi es adhd ra "Modashia", yvelas magas udiagnozeben. Uf.
Warmatebebi kvlevashi.

Toma said...

sofi, chemi kolegebis fonze adamiani martla ifiqres rom maqvs, imzela kontrastia. attention ara ogond, ufro hiperaktiuroba :D:D