Nov 29, 2013

მგონი ნელ ნელა ვლაგდებით


ყოველი შემთხვევისთვის სამუშაო მაგიდები უკვე დავალაგეთ, მაგრამ როგორ ვიმუშავებ (თ) როცა გარშემო ყველაფერი თავზე გვაყრია. ამ შაბათ-კვირას დედას ვუტირებ ყველაფერს!  (დაიმახსოვრეთ ეს სუფთა მაგიდა, მერე ორ კვირაში კიდევ გადავიღებ სურათს)

სხვა ამბები. რამოდენიმე დღის წინ აღმოვაჩინეთ რომ სარეცხის მანქანა არ მუშაობს. წინა ბინებში, კომუნალური სამრეცხაოები გვქონდა, სამ სამი მანქანით და ერთი მაინც მუშაობდა ხოლმე... აი ჩვენთან სახლში კი მხოლოდ ერთი მანქანა იყო და ისიც გაფუჭებული. მიუხედავად იმისა რომ ამ წლის ხარჯებში სარეცხი მანქანა გათვალიწინებული არ იყო, იძულებული ვიყავით გვეყიდა. არჩევანი ელექტროლუქსის ამ მოდელზე შევაჩერეთ, იმედია კარგი გამოდგება (სარეცხი და საშრობი ერთადაა, წინა სახლებში ცალკ ცალკე იყო)
სხვა ამები, ამ კვირას პირველი ადვენტი იქნება. ჩვენმა მეზობლებმა უკვე მორთეს სახლები საახალწლოდ, ჩვენ ჯერ კიდევ დალაგების პროცესში ვართ. ჩემი თანამშრომლები უკვე საშობაოთ ემზადებიან, მე კიდევ იმდენი რამე მაქვს მოსასწრები შობამდე, არ მინდა შობის მოსვლა. უკეთესად რომ ვთქვა, შობა მაშინ დადგება ამ ყველაფერს რომ ჩავამთავრებ, ტან კარგად ჩავამთავრებ.

7 comments:

Keti said...

რამდენი რამ მომხდარა შენთან, სანამ მე არ ვიყავი :)
ყველაზე რთულად მეჩვენება გადაბარგების პროცესი. ერთხელ გამოვიცვალეთ ბინა და ახლაც მეშინია, რომ დამჭირდეს ბინის შეცვლა.
ასე რომ, გამძლეობას გისურვებ
თუმცა ის ფაქტი, რომ სახლი იყიდეთ, თან ასეთი, თან ბაღიანი, ალბათ ენერგიას გმატებს :)

შობამდე ყველაფრის მოსწრებას და ბედნიერ შობას გისურვებ :*

Toma said...

keti sad ikavi? shen blogzec araferi xdeboda simshvide iko chemi rideris mixedvit.

Anonymous said...

wina saxli, house iyo tu buildingi,tu saidumlo araa.

Toma said...

wina binebi (sami :D ) korpusis binebi iyo. pirvelad vcxovrobst saxlshi, da aseve pirvelad varT sruli mflobelebi am saxlis.

Sophie שרה Golden said...

Ra sakaifo manqanaa, tviton manqana recxavs da ashrobs kidec? Ar afuchebs tansacmels. Chvenc namdvilad ar gvaqvs axali teqnikis biujeti, magram sashrobis gareshe zaan znelua am civ qveynebshi uf :-(

Anonymous said...

imitom, gkitxe rom 3 mecotava dzalian. aq buildingebshi 15 sarecxi manqana otaxis ert mxares dgas da 15 sashrobi meores. albat tviton korpusebic bevr sartuliani ar iqneba maqet

Toma said...

ki sofi aSrobs kidec, magram Sen tu ginda. mec madardebda rom afuchebda, amgram am mankanaShi kvelafers tavad aprogrameb :D:D nomeri davcere manqanis da caikitxe tu dainteresdebi. ar chans cudi da ar vici. jer ertxel gavrecxe mxolod :D :D:

- ra vci, 8 sartuliani iko ori bina, da mainc sami iko manqana :D:D D or kvirashi ertxel vrecxavdit xolme dagrovebul nivtebs :D

gvchagraven.