Nov 17, 2013

ბაღის სურათები

სახლის რაოდენიმე ახალი სურათი. მალე უკვე გადმოვალთ და უამრავი საქმეა. ამას სწავლა და მუშაობაც ემატება და მგონია გადავირევი. ერთადერთი იმის იმედი მაქვს რომ ორ კვირაში დამთავრდება ეს აყრა დაყრა.

ეს ნაწილი სამუშაო ნაწილია, აქ დავდგავთ კომპიუტერებს. ხალიჩა უკვე ვიყიდეთ, კომპიუტერის სკამებმა იატაკი რომ არ დახაზონ.
 ფარდები ჩამოვკიდე ვარდისფერ საძინებელში. ხვალ იატაკის კაცი მოვა და შეცვლის.
 იგივე სახის ფარდები შავ საძინებელში. აქაც შეიცლვება იატაკი. მომწონს ფარდა რომ იატაკზე ხოხავს.
 ეს ბაღის ერთი ნაწილი. კედლის ჩაყოლებაზე მარწყვს დავრგავ გაზაფხულზე.
 ეს გაბურძგნული სმაროდინა. შესაკრეჭია, მაგრამ არ ვიცი როდის იკრიჭებიან ეს ბუჩქები.
 ესეც მარადმწვანე როდოდენდრუმი. გაზაფუხლზე ლამაზი და უხვი ყვავილით გაგვახარებს.
 ესეც პატარა სკამი, სახლთან. სოფელში, ყოველი სახლის წინ რომ სკამები იყო იმას მახსენებს. საღამოს გამოეფნებოდნენ ხოლმე პატრონები იჯდნენ და ამვლელ ჩმვლელებს უყურებდნენ.
სხვა სურათებს ცოტა გვიან დავდებ.

2 comments:

Joseph Katsitadze said...

სმაროდინას მოცხარი ჰქვია ქართულად.
ბუჩქს ხმელი და დაძველებული ტოტები მოაცილე. ბუჩქს მრავლად აქვს ხოლმე ფესვის ამონაყრები, ამიტომ რამდენიმე ცალი (2-3) დატოვე, დანარჩენების მხოლოდ მეოთხედი დატოვე. გადაჭრილი ტოტები გვერდით დატოტიანებას იძლევა და ბუჩქის მოსავალიც გაიზრდება :)
გასხვლა უკეთესია შემოდგომაზე ან ადრიან გაზაფხულზე, სანამ კვირტებს გამოიტანს.

Toma said...

მასე ვიზავ.
ახლა უკვე გვიანია იმირომ რომ ყინვებია უკვე და ალბათ ადრეულ გაზაფხულზე შევსხლავ.