Nov 10, 2013

თხრის ეტაპი

დღეს გადავუარე სახლის კედლებთან ამოსულ მცენარეებს, ბალახ-ბულახებს და ყველა ამოვთხარე. ერთი ბუჩქ/ხეა დარჩენილი აივანთან და იმასაც ამოვძირკვავ. მის ადილზე კი დავრგავ ლამაზ ვარდსა.

სხვა ამბებ, რაც შეეხება. სახლში ძირითადად ყველაფერი გავაკეთეთ რის გაკეთებაც ჩვენ შეგვეძლო. მალე იატაკის კაცი მოვა და მერე გადმოვალთ კიდეც. მგონია რომ ათას საქმეზე გამოკიდებულობა მღლის,  იმიტომ რომ რაღაცეები მავიწყდება. მაგალითად ამ კვირას დავალების გადაგზავნა დამავიწყდა, მერე მასწავლებლისაგან ორი მეილი მივიღე, სასწრაფოდ გადმოაგზავნე დავალებაო.

1 comment:

Keti said...

მერე გაგვიზიარე ბაღის ფოტოები :)
მალე გადასვლას გისურვებ!