Nov 5, 2013

ამბები

ჩვენ ძველ ბინაში ინტერნეტი აღარ გვაქვს. ახალში კიდე ჯერ კიდევ არ გადასვსულვართ სესაბამისად ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფები საღამოობით. დღის განმავლობაში კი ვიყენებ ხოლმე სამსახურის ინტერნეტს.

ამ ეტაპზე სახლში უკვე ყველაფერი შევღებეთ. ახლა ველოდებით იატაკს როდის დააგებენ მეორე სართულზე და მერე უკვე შევძლებთ გადმოსვლას. მინდა უკვე ამ ახალ სახლში ცოხვრება, ვახ. სამი კვირაა სახლის მეპატრონები ვართ ... უფრო ფორმალურად ვიდრე რეალურად რადგან არ ვცხოვრობთ სახში.

სხვა ამბები, სამსახურში შემომთავზეს მუშაობის 100% გაზრდა. ანუ ახლა თუ ვმუშაობ 30 საათი კვირაში, უნდა მემუშავა 40. ამ შემოთავაზებაზე უარი ვუთხარი, ძალიან კი გამიჭირდა, მაგრამ ამ ეტაპზე ასე ჯობდა. ჩემი კვლევა, კი დრო  მიაქვს, მაგრამ ამ დროში ვარ თავისფალი. შემოძლია დილის 4 საათზე დავჯდე და ვწერო, და ვიკვლიო. აი პაციენტებთან მუშაობა ძალიან ხისტია, ვერ აკონტროლებ შენ დროს ისე როგორც გინდა.
მოკლეთ, კი მიყვარს პაციენტები, მაგრამ ამ ეტაპზე თავისუფლება მჭირდება.

No comments: