Oct 29, 2013

მგონი გადავრჩით

გუშინდელი და დილანდელი ქარ-წვიმის შემდეგ, სახლის სანახავად წავედით. არ ვიცოდით რა დაგვხვდებოდა ეზოში. გზად, ბაღებში ხეებზე წითლი ვაშლები დავინახე და დავმშვიდდი, ესეიგი ძლიერი ქარი არ იყო, მეზობლების ეზოებშიც არ ეყარა კრამიტები ან სხვა ნაგავი, ესეც კაი ნიშანი იყო ჩვენთვის (ჩვენ უბანში 40 ერთნაირი სახლი დგას, ერთ დროს აშენებული და ყველას ერთნაირი პრობლემა აქვს სახურავთან დაკავშირებით).  როგორც იქნა მივაღწიეთ სახლამდე და დაგვხვდა ისევ ისე როგორც შტორმამდე იყო, გადავრჩით მგონია.

სახლის წინ პატარა ბაღივითაა და ორი სურათი გადავიღე. ამ პირველ სურათზე პიტნააა. ისეთი სურნელოვანი არაა, როგორც საქართველოში იცის, მაგრამ პიტნის მაგივრობას წევს.
 ეს მეორე მცენარე არ ვიცი რაა. გვიან შემოდგომამდე ყვავის და ხანდახან თოვლიდანაც კი იჭყიტება ხოლმე.

1 comment:

Keti said...

რა კარგია, ეს პატარა ბაღი რომ გაქვთ