Oct 28, 2013

სიმონი და ჯანდაბა ამას

დღეს გაგვაფრთხილეს რომ მესამე ხარისხის შტორმი მოდის ბრიტანეთიდან, სიმონი ქვია. მატარებლები არ დადიან, ხიდები დაკეტეს. ხალხს უთხრეს სახლიდან არ გამოხვიდეთო და მიყევით ტელევიზორში და რადიოში გამოცხადებულ რჩევებსო... ამ ყველაფერზე კარგად ვიცინოდით დღეს სამსახურში.

დანიაში და ბრიტანეთში უკვე იმსხვერპლა ხალხი. აქ თითქოს წყნარად იყო ყველფერი, აქამდე....

ახლა ვზივარ და მესმის ქარი როგორ უბერავს. ყოველ დაბერვაზე გული მისკდება, იმიტომ რომ მეშინია სახლის სახურავი ამას ვერ გაუძლებს. 


პ.ს. სამსახურშიც კი ჩამოგვიარეს სათითაოდ და გაგვაფრთხილეს - მაქსიმუმ 5 საათამდე დარჩითო.

p.s. დღეს ჩემი პაციენტი ნერვიულობდა, ეს ქარი ხიდან ვაშლებს ჩამომიყრისო. იგივე პაციენტის ( 93 წლისაა ეს ქალი) ქმარი იყო დღეს მოსული, და ბაღიდან ყვავლები მოუტანა. პატარა ლამაზი ქრიზანთემები და ვარდები. ისეთი გულის ამაჩუყებელი იყო ეს ყველფერი.

ამ ბოლო დროს კი ყველაფერზე გული მიჩუყდება, მგონია რომ ისევ გადაღლილობის გზაზე ვარ.


5 comments:

Sophie שרה Golden said...

Oh es qarishxali :-/ chven iqneb ar shemogviaros, magram dges ukve areuli iyo matareblebis grafiki :-(

Hoda chven yvelaze kargad vicit, rac gawuxebs xolme, magram sanam bolomde ar miviyvant tavs, ar visvenebt. Rogorme ecade da goneba daasvene.

Toma said...

sofi, ki vasveneb roca mdzinavs :D

Keti said...

იმედია, მშვიდობით გაგეცლებათ ბატონი (თუ ქალბატონი) სიმონი :)

Toma said...

ჩვენ ქალაქში შვიდობით ჩაიარა სიმონმა, მეზობელ ქალაქებში დენის გარეშე არიან დარჩენილები.

Anonymous said...

Ar gashineb,magram miyevit aucileblad instruqciebs.me axali chamosuli viyavi,gamoacxades aq qarbuqi. Appoitmenti mqonda gverdze qalaqshi,ar gadavde,ra unda iyos aseti tqo da bolos rescue team gamodzaxeba damchirda. Welamde tovlshi agmovchndi. Mdzgolma ki almacerad shemomxeda, gaachere gilaks ro davachire:))))) magram saqartvelodan axalchamosuls tavi dzalian magari megona. Qarbuqi ara is kide tqo :)))) da gadasarcheni gavxdi bolos :))