Oct 27, 2013

შაბათ კვირის ამბები

ეს შაბათ კვირა ისევე როგორც წინა, სახლის რემონტში გავატარეთ. ამჯერად მოვასწარით მხოლოდ მეორე სართულის შეღებვა. დღის ბოლოს კი, უკვე ფეზხე რომ ძლივს ვიდექით იატაკის და კიბეეების გაწმენდა მოვახერხე, მაგრამ ისე ბნელოდა რომ არც კი ვიცი როგორ გავწმინდეთ.

ბავშვების ორი საძინებელი (ცისფერი და ვადისფერი შპაპლიერით) შევღებეთ სულ თეთრად. მოვამავლში შპალიერის შეცვლას ვაპირებთ მაგრამ ახლა სხვა საქმეც ბევრი გვაქვს და ნაკლებად პრიორიტეტულია. ჩვენი საძინებელი, სადაც შავი შპალიერია ლამაზი ბეჟი ყვავილებით, შევღებეთ ღია ბეჟად.

ჩემი ქმრის ნათესავები, მოგვეხმარენ შესასვლელი კიბეების გასწორებაში. ახლა რაღაც ცერად იყო, და გასწორების შემდეგ გახდა შედარებით სიმეტრიული. ეს ნათესავები დაგვეხმარებიან შიდა კიბის გასწორებაშიც თანამდროვე სტანდარტების მიხედვით. გამოგვყვნენ მაღაზიებში და გვაჩვენეს რა უნდა ვიყიდოთ და როგორ უნდა ვიფიქროთ. მიუხედავად იმისა რომ არ გვინდა მათი შეწუხება, მაინც იმედიანად ვართ იმის ცოდნით რომ ეს კარგი და მცოდნე ხალხი, რჩევებს მოგვცემს და დაგვეხმარება.

როგორც მოველოდით, სახლში ბევრი რამე არასწორადაა გაკეთებული ან უბრალოდ მიფუჩეცჩებულია. მაგალითად შესასვლელის კიბეები პლასტმასის საღებავითაა შეღებული, რაც დიდი შეცდომაა. ამ წელს კი გადაატანს, მაგრამ გაზაფხულზე საჭიროა ამ ფერის გადაფხიკვა და კიბის ხის ზეთით დამუშავება.  ასეთი რამეები ბევრია გასაკეთებელი. სახლის ქვეშ, ბევრი ორგანილი და არა ორგანული მატერიალია შენახული, საჭორია ამ ყველაფრის გამოზიდვა. ამის გაკეთებას გადასვლითანავე ვაპირებ, შაბათ კვირას გამოვიტან ნელ ნელა ყვეაფერს. მერე გაზაფხულზე კიდე მიწასაც გამოვზიდავ.

მოკლეთ, მიუხედავად იმისა რომ სახლი პატარაა, მაინც დიდი და ევრი რამეებია გასაკეთებელი. ბევრი რამე არ ვიცით, მაგრამ იმედი მაქვს რომ ვისწავლით.

პ.ს. ბაღი გავს საგიჟეთს, მაგრამ არ მაქვს ფოცხო რომ მოვაგროვო ფოთოლი. ახლა უბრალოდ ყველგან ფოთლები ყრია და ამ ფოთლებში კიდე ლოკოკინები ბინადრობენ. 

3 comments:

Keti said...

აუ, რამდენი საქმეა, რომ წარმოვიდგენ
მაგრამ მაინც სასიამოვნო პროცესი იქნება, საკუთარი სახლის გალამაზება :)

Toma said...

მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ ჩემი ქმარი არ მეთანხმება.

Anonymous said...

Yochag,toma kargad mogiswriat!

Bagsac eshveleba, chvens mezobels qonda bagi,mamachemi xumrobda xolme yachagebi tu sheucvivdnen, eseni gaqcevas ver moaxerxeben sadgac gaichedebiano :d xeebi, gaukrechavi buchqebi, yvelaferi ertmanetze shezrdili.plius rac ar chirdebodat, yvelaferi am bagshi eyarat. ara mgonia sheni mase iyos :)))))