Oct 24, 2013

ტიტები

დღეს ბაღს შევუტიე და ტიტები დავრგე. ხან სად ამოვთხარე, ხან სად
ზოგან 20 სანტიმეტრზე ჩავარჭე ბოლქვები, ზოგან 10 ზე. ღმერთმა იცის რა ამოვა გაზაფხულზე, ან რამე თუ ამოვა სადმე. ვნახოთ გაზაფხულზე გაგიზიარებთ სურათებს. ბაღში უამრავი საქმეა, ძირითადად ამოსათხრელია მცენარეები მაგრამ ჯერ ვერ ვახერხებ იმიტომ რომ არ ვცხოვრობთ სახლში და უფრო მნიშნველოვანი რამეებია გასაკეთებელი.



ძალიან მინდა ლანდიშების დარგვა. მაგრამ ჯერ ვერსად მივაგენი. ეგეც არ ვიცი როგორ ირგვება ბოლქვებით თუ ძირებით.  როგორც გავარჯვიე, ლანდიშებს ჩრდილი უყვართ ხოდა ვიფიქრე რომ ეზოში გადაბუჩქული რედოდენდრუმების ქვეშ კარგად გაიხარებდნენ.


ახლა სახლის სხვა ამბები. ორივე სართულზე იატაკია შესაცვლელი. პირველ სართულზე არ გამოვცვალეთ, სამაგიეროდ იატაკი დავამუშავეთ ცვილით. ისეთი ლამაზი გამოვიდა, ისეთი რომ კიდევ კარგი არ გამოვცვალეთ და უამრავი ფული არ დავხარჯეთ.

მერე სართულზე არის ლამინატი, ძალიან უხარისხო და ალაგ ალაგ დამტვრეული. ამის გამოცვლა ნამდვილად გვინდა და ვაპირებთ მუხის პარკეტის დაგებას. ასეთი იატაკი გვინდა დაახლოებით

მეორე სართულზე დაბზარული ლამინატის გარდა კიდევ ერთი პრობლემა იყო, იატაკი ისე ჭრაჭუნებდა გგვაგიჟებდა, ხოდა ცვილის წასმაში ვინც მგვეხმარა იმ ბიჭმა ისე კარგად გააკეთა ყველაფერი რომ იატაკზე ბევრმა ხტუნაობამაც კი არანაირი ხმა არ გამოსცა.

ჩვენი რემონტი კიდევ, ნელ ნელა მიდის წინ. ჟერ მხოლოდ ორი ოთახია შეღებილი. ამ შაბათ კვირას გავაგრძელებთ ღებვას. მოსაბეზრებელი საქმეა მაგრამ წუწუნს აზრი არ აქვს. 

2 comments:

Keti said...

10 ცოტა მგონია, 20–ზე მეტი კი არ უნდა იყოს, მოკლედ, მგონი ყველა ტიტა ამოვა :)

Toma said...

keti, 10anebi gaikiebian. tan mag adgileze ver vtxare kargad, klde iko ukve. xoda fesvis gadgmis shansci ar akvt amat ase mgonia.