Oct 2, 2013

მუშაობა ჰერი ჰერი

ერთ კვირიანი შესვენების შემდეგ, შევუდექი მუშაობას. ამჯერად უკვე ჩემს ქალაქში, ჩემს ძველ სამსახურში. თავიდან მუშაობა რომ შემომთავაზეს ძალიან დავიზმენდდი. შანსი არ იყო თავი გამერთმია 100% სწავლისათვის მასტერეზე + 50% კვლევა + 100% კლინიკური სამსახური (როგორც მაშინ მეგონა). საბედნიეროდ ჩემი ნერვიულობა სულ ტყუილი აღმოჩნდა!!!

შემოთავაზება მართლაც რომ კარგი მივიღე - 30 სთ/75 % სამუშაო კვირა, აქედან 10/25% -  კლინიკა ანუ პაციენტები და 20/50% - კვლევა. ჯამში მაინც 175 % ანუ 70 საათიანი სამუშაო კვირა გამომდის მაგრამ მთავარია რომ საინტერესო რამეებს ვაკეთებ და დროს ვინ ჩივის :D :D

ჩემი კლინიკური სამსახური ბლოგის მკითხველმა კი იცის, ამიტომ დაგიწერთ კვლევითი ნაწილი რას ეხება. ჩემი კვლევის სუბიექტები არიან ინსულტიანი პაციენტების მეუღლეები. ვიკლევ ამ ადამიანების Life Satifaction და ფაქტორებს რომლებიც მას განაპირობებს. შედეგები უკვე ძალიან საინერესო მაქვს, მაგრამ სანამ სტატიას არ დავწერ ვერ გავაზიარებ  :)

რამოდენიმე ფოტო განწყობილისათვის :)  ეს წითელი სოკო მუხამორია :) ლამაზია მაგრამ არ იჭმევა :)



3 comments:

Sophie שרה Golden said...

Zalian Saintereso samsaxuri gaqvs da profwsiac kargad shearchie, rom kmayofili xar.

Yvelaze lamazi soko da shxamiani, ra usamartlobaa :/

Keti said...

წარმატებები, ტომა!

რა ლამაზი შემოდგომაა თქვენთან

Anonymous said...

momenatra eseti datvirtuli cxovrebis tempi.

warmatebebi!