Oct 13, 2013

პარკინგზე

დღეს პარკოვკაზე ვიღაცის მანქანას დავეჯახე. არადა, მანაქანს რომ ვაყენებდი 200% ვიყავი დარწმუნებული რომ საკმარისი ადგილი მქონდა დასაყენებლად. ადგილი საკმარისი არ აღმოჩნდა, მანოვრირება ვერ მოვახდინე და ვიღაცის მანქანის უკანა ბამპერს გავეხახუნე და კარგადაც დავფხაჭნე.

ჩვენი მანქანა კერკეტი კაკალი გამოდგა, მხოლოდ ორი ნაფხაჭით შემოიფარგლა. აი იმ ქალის მანქანას კი არ ვიცი ფერი ქონდა თუ შოკოლადის მინანქარი მოსხმული. მოკლეთ, გავაფორმეთ რაღაც საბუთები და მომიწევს ხვალ სადაზღვევოში დარეკვა რომ იმ ქალს მანქანის გაკეთების ფული აუუნაზღაურონ. ჩვენი მანქანის რამოდენიმე ნაფხაჭნსაც გავაკეთებთ, იმედია ამის ფულსაც მივიღებ დაზღვევისაგან.

ყველაზე დიდი პრობელმა რაცააა და რაც ძალიან მადარდებს არის ის რომ ამ ინციდენტის შემდეგ, ეჭვი მავქს სადაზღვევო გაზრდის გადასახადს. ამ ეტაპზე კი როცა ამდენი გასავალია არ მაწყობდა ეს ამბავი.

სამშაბათს უკვე ოფიციალურად მივიღებთ სახლის გასაღებს და ყველა დოკუმენტს. ასევე სამშაბათიდან დიდი ვალის მეპატრონეები გავხდებით. ძალიან მადარდებს ეს ყველაფრი.

3 comments:

david trapaidze said...

ხოო, ასეთი ვალის ფონზე ეგ ზედმეტი ხარჯები ფრიად უსიამოა. მაგრა არაუშავს :) ყველაფერი კარგად იქნება

Sophie שרה Golden said...

Oh parking ra rtuli ramea :-( saswaulad mashinebs, lamis tarebaze metad.

Kidev kai dazgveva gaqvs da araushavs. Tanac madloba gmerts araferi seriozuli ar mosvlia manqanas da arc adamianebs, rac mtavaria.

Keti said...

კარგია, რომ დაზღვევა გაქვს
იმედია, ძალიან არ მოგიმატებენ გადასახადს