Sep 22, 2013

ცოტა ავეჯი

ვაგრძელებ იდეების დადებას. დაახლობით აი მგავს რამეებზე ვფიქრობ.

სასტუმრო ოთახში მინდა აი ასეთი ნათურა და ჟურნალების მაგიდა. რადან ჩვენი დივანი არის შოკოლადისფერი, მგონია რომ ეს სამი ნივთი კარგად შეკრავს ერთმანეთს.  ეს მაგიდა ცოტა დიდი კი მეჩვენება, იმედივა ვიპოვი პატარა ვერსიას.

ახლა სამზარეულო. ოთხ კაციანი ხის მაგიდა კი გვაქვს ასევე ხის სკამებით, მაგრამ მინდა რომ ცოტა რომ დავლაგდებით და ფინანსებს დავითვლით მაგიდა ვიყიდოთ. აი ეს მაგიდა არის ოთხ/ექვს/რვა კაციანი. ბევრი სტუმრები კი არასდროს გვყავს მაგრამ მაინც კაია რომ მქონდეს ასეთი რამ. სკამებს ჩვენსას არ გამოვცვლი, მაგრამ ასევე რამოდენიმე შავ სკამს ვიყიდი რომ ფერი შეიკრას - თეთრი - შავი - ხისფერი.  ხის ფერი მიყვარს ძალიან იმიტომ რომ რაღაც სიმყუდროვეს აძლევს სამზარეულოს.  სახლში დედაბოძი რომელიცაა, ის შეღებილია თეთრად. ვაპირებ საღებავი საერთოდ მოვაცილო და დავტოვო იმ ფერზე რა ფერიც ხეს ბუნებრივად აქვს. ზეთით დავამუშავებ რომ ხე არ გამოშრეს.


და ბოლოს, ეს ლურჯი დივანი. საშინლად მომწონს მაგრამ მეეჭვება გამომადგეს ჩემი ბიბლიოთეკის ოთახისათვის, იმიტომ რომ გასაშლელი არაა. არადა რა ლამაზი ლურჯიაააა :) 
 


6 comments:

Keti said...

ხისფერი მართლაც მყუდროებას მატებს ოთახებს

ტომა, გადახვედით უკვე?

Toma said...

jer ar gadavsulvart, magram minda ideebi momigrovdes :D :D da mere rom gadavalt gadavamushaveb ideebs.

babisa said...

ლამაზი დივანია, მგონი,ლურჯი და თან ისეთიც, რომ იშლებოდეს, არ იქნება რთული საპოვნი

Toma said...

imedia vnaxav babisa. lurji arc ise popularli feria chvenken.

Toma said...

naxe, ai amas eZaxian lurjs


http://www.ikea.com/se/sv/catalog/categories/departments/living_room/10663/?color=bl%C3%A5

Toma said...

ubauri aveji aqvs ikeas. mdivnebi da kresloebi magati saertod ar momcons. magidebi da Taroebi kai aqvt.
ai ferebshi ichedebian dzlian.