Sep 25, 2013

დაცლის ტალღა

ტკბილეულს პრინციპულად აღარ ვყიდულობ!
შესაბამისად სახლში რაც მურაბები და ჯემები გქონდა მივადექი და  ნელ ნელა შემომეჭამა.ეს ჯემების სალხში გაკეთებულია, ძალიან ცოტა შაქარით და ნახარშიც ძალიან ცოტა ხანია. ხოდა რომ სულ გათავდება, ჯემებსაც აღარ ვიყიდი.

ტკბილეულის გარდა, სახლში საჭმელსაც აღარ ვყიდულობ.  "დაცლის" ტალღაზე ვართ აწყობილი. რაც უფრ ნაკლები მექნება გადასატანი მით უკეთესი, ამიტომ ვცდილობ იმ პროდუქტებიდან მოვახლაფორთო ვახშამი რაც მაქვს - ეხება მაცივარსაც და სამზარეულოს სათავსოებსაც.

ტანსაცმელსაც და ქაღალდებსაც უნდა მოვადგე. ყველაფერი უნდა გადავყარო რაც ბოლო ერთი წლის განამავლობაში არ ჩაგვიცვავს,  ჩემი ძველი კვლევის ქაღალდებიც უნდა მოვიფრიალო (ძალიან ძნელი კია, იმდენი დრო და ენრეგია მაქვს ამ კვლევაში ჩადებული, მაგრამ აზრი არ აქვს შენახვას, იმიტომ რომ ამდნი წლის შემდეგ აქტუალური აღარაა ეს კვლევა).

კიდევ სხვა: ხო, წინა პოსტში ვწერდი სირბილზე და დღეს, სამი დრის შემდეგ უკვე ვგრძნობ შედეგებს - კუნთები მტკივა. ვაშა ურა! სამწუხაროდ ფეხსაცმლის ყიდვა კიდევ მომიწევს. ჩემი ტერფები პრონირებას ახდეს, და როგორც ჩანს ამიტომაა ფეხები და ტერფები რომ მტკივა ხოლმე ბევრი სიარულით, და დიდი ხნით ფეხზე დგომით.
  
Asics Gel-Kayano 19 





2 comments:

Keti said...

ჰო, როცა ტკბილეულს ყიდულობ, მურაბებს და ჯემებს აღარ ეკარები ადამიანი
მეც ასე ვარ:)

მეც მინდა სირბილის დაწყება, მაგრამ საღამოობით არაფრის თავი აღარ მაქვს, დილით ვერ ვასწრებ

Toma said...

zustad vici rasac ambob. mec mase ar viyavi? axla erti kvriaa shvebuleba maqvs da imitom davicke sirbili :d .