Sep 24, 2013

მოსაბეზრებელი არდადეგები

ეს ერთი კვირაა კრუხივით სახლში ვზივარ, და ვაპირებ ჯდომას. ძალიან უცნაური შეგრძნებაა. კაი ხანია ამდენი თავისუფალი  დრო არ მქონია. ერთ მომენტში წარმოიდგინეთ და ფეისბუქზე ექაუნთიც კი შევამოწმე...ხუთ წუთში ეგრევე უკან გამოვედი, ფუ ფუ ფეისბუქს :).

ერთი რაც დავაკვირდი, არის ის რომ ამდენი თავისუფალი დროის შემხედვარე გავხდი ძალიან არაეფექტური.  სხვა რა უნდა დაერქვას სიტუაციას როცა რეალურად ვსწავლობ 100% (მასტერის ორი კურსი) და მაინც მგონია რომ ბევრი დრო მაქვს? ბევრს რომ ვმუშაობდი, მაშინ უფრო მობილიზებული ვიყავი სწავლაზე და  შედეგითაც მაშინ უფრო კმაყოფილი ვყავი ვიდრე ახლა.

ერთი დადებითი მხარე მაინც აქვს სახლში ჯდომას. დაღლილი აღარ ვარ და გუშინ ვარჯიშიც კი დავიწყე. ჩემ ჩვეულ წერეზე "ვირბინე". ვირბინე ცოტა ხმამაღალი ნათქვამი კია, მაგრამ პოზიტიური ვიქნები. ასევე მოვახერხე ექვს სხვადასხვა ინსტანციაში დარეკვა და ჩვენი ინფრომაციის გადარეგისტრირბა ახალ სახლზე. მსგავსი რამის გაკეთება როცა ვმუშაობდი თითქმის შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ პაცინეტები საათებით მქონდა გაწერილი და დარეკვას კი არა ყავის დალევას ვერ ვასწრებდი. მოკლეთ, ასეა თუ ისე, მაინც დადებითია ეს ერთ კვირიანი არდადეგები, მიუხედავად იმისა რომ ორი დღის მერე, უკვე მოვიწყინე სახლში.

თან ახლა ვფიქრობ, რატომ ვზვარ სახლში. მანქანის ტარება ვიცი, შემიძლია ვიარო აქეთ იქით სახვადასხვა მაღაზიებში სახლის რაღაცეები რომ შევრჩიო. მაგრამ ერთი პრობლემა მაქვს, ჩვენი გარაჟი ისეთი ვიწროა, მანქანა რომ გამოვივანო მარტო ვეღარ დავაყენებ შიგნით. სამენებლო მაღაზიაში მჭიდება წასვლა ხელტათმენაბი და სათხრელი ისნრუმენტები რომ ვიყიდო. ჩვები სახლის კედელთან ერთ მხარეზე მცენარეებია და ყველა უნდა ამოვთხარო!!!

ბარემ ერთ რჩევასაც დავწერ: თუ თქვენ ცხოვრობთ კერძო სახლში და კედლებთან მცენარეები ამოდის (ბუჩქები, ხეები, ლიანები), ყველა ამოთხარეთ. მცენარე სირისტს, წყალს აკავებს. და წყალი კი იცით როგორ მოქმედებს ცემენტზე, აგურზე და ხეზე.

2 comments:

Sophie שרה Golden said...

Madloba bolos rchevistvis. Mcenareebi rom aqvt kedlebze axveuli, eg kidev uaresia albat xo?
Kargad dawere, gavitvaliswineb tu damchirda

Toma said...

aba ra. saxlis kedelze arafrit sheidelba mcenaris ashveba chevs mier mopovebuli informaciis da gamocdilebsi mixedvit. sakme fsvebshi araa, aramed ckalshi romesac mcenare ikavebs.