Sep 21, 2013

შპალიერები

შპალიერების შერჩევა ერთ ერთი ყველაზე რთული მომენტია რომელსაც წავაწყდი ჩემი "ინტერიერის დიზაინერად" ქცევის შემდეგ. იმდენის სხვადასხვა მოდელია და სხვადასხვა ფერი რომ აზრზე არ ვარ რა და რპგპრ უნდა.

ჯერ ჯერობით საშუალო ზომის საძინებელისათვის აი ეს ინგლისური შპალიერი შევარჩიე. მხოლოდ ერთ კედელზე ვაპირებ ავაკრა რომ ოთახმა აიტანოს. საშუალო ზომის საძინებელს ბიბლიოთეკად ვაქცევ. დასაწყისისათვის თაროებს მანდ დავდგავ და ერთ კარგი ზომის და კომფორტულ დივანს ვიყიდი რომ საწოლად ვაქციო სტუმრები რომ ჩამოვლენ.











მიუხედავად იმისა რომ დიდ ოთაში და კიბეებთან შპალიერის შეცვლა არაა საჭირო, მაინც მინდა რამე ახალი, ისე რომ ჩვენ ავეჯს მოუხდეს. აი ეს ზოლებიანი შევარჩიე. ჩვენი ავეჯი ძირითადად შოკოლადის ფერია და ასეთ ფერს მოიხდენს ასე მგონია. თუმცა სანამ გადავალთ და რამეს გავაკეთებთ მანამდე კიდევ 100 ჯერ შევიცვლი მოსაზრებას.

2 comments:

Keti said...

როგორი საინტერესო პერიოდი გაქვს ახლა, ცოტა სანერვიულო დაძაბულობის გამო, მაგრამ საინტერესო. მე ორივე მომეწონა, ჩემი საყვარელი ფერებია და სიმყუდროვეს შეუწყობს ხელს, ასე მგონია

Toma said...

mec mase mgonia. am bolo dros galurjeba mchirs ÖD da madardebs es saxlsac sheetkoba da mere galurjeba rom gadamivlis, gamosacvleli mekneba kvelaferi ÖD