Sep 13, 2013

ბოლო დღე

ამ ხუთნახევარმა თვემ სასწაულად სწრაფად გაირა და აი დღეს სამსახურში ბოლო დღე მქონდა. ყველას გამოვემვშვიდობე და სახლში მშვიდად წამოვედი. ეს ლამაზი საჩუქრები მივიღე:

ჩვეტოჩკები ჩემი უფროსის ბაღიდან :) (ვიცინოდი, თქვენთან ბევრჯერ უნდა დავიწყო და დავამთავრო მუშაობა გაზაფხულ შემოდგომის სეზონზე ასეთი ლამზი ყვავილები კიდევ რომ მივიღო თქო)

ეს მომტირალი ვარდისფრდ შეფუთული შოკოლადი ჩემი კოლეგა ფიზიოთერაპევტისაგან. ცოტა ხანი ვუყურებ და მერე შევჭამ :D :D


კიდევ კინოთეატრი ორი ბილეთი მომცეს საჩუქრად კაკრას მისწერება იყო, ვუდი ალენის ახალი ფილმის ნახვა მინდოდა და წავალ კიდეც.

ჯერ ორი კვირა დავისვენებ და მერე გაგიმხელთ რა მოხდება ორ კვირაში :) საინტერესო ამბებია :)

... და კიდევ ასე მითხრეს რომ მე ვარ excellent . ოღონდ სიმართლე რომ ვთქვა ვერ ვხვდები რას უნდა ნიშნავდეს პიროვნებასთან მიმართებაში. საქმესთან მიმართებაში რომ ვარ მაგი კი ვიცი (თავის თავზე შეყვარებული სმაილიკი).


2 comments:

Keti said...

მგონი 2 კვირაში კარგი გეგმები გაქვს, ასე მიგრძნო გულმა :)

შოკოლადზე გამეცინა, არადა სევდიანია და საყვარელი

excellent -ს რაც შეეხება, ისე არ გეტყოდნენ მაგას, მეც ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, როცა გნახე :*

ნინო გოგუაძე said...

საამაყო გოგოო :*