Aug 5, 2013

"დიეტობანა"

გასული სექტებრიდან დაწყებული წონაში უკონტროლოდ ვიმატებ. მომატების მიზეზი არ მაქვს, იგივეს ვჭამ რასაც ადრე, და ძალიან ბევრს ვმოძრაობ... მაგრამ მაინც. ჯამში 16 კილოკომდე მაქვს მომატებული ასე "ჰაერზე".

გუშინ გადავწყვიტე დიეტობა. გადავწყვიტე შაქარის მაღალი შემცველობის ხილი აღარ ვჭამო, უშაქრო რომელია მაგი არ ვიცი ოღონდ ჯერ. ასევე აღარ ვაპირებ მარილის გამოყენებას.

დღეს, სამსახურის შემდეგ წავედი მაღაზიაში და ვიყიდე ბეეევრი მარცვლოვანები: ლობიო, ბარდა, გრეჩიხა და მსგავსი ოჯახის. ვიყიდე ბევრი პომიდორი (კარგი ანტიოქსიდანტია, და კიბოს პროფილაქტიკისათვის მისწრება) , ვიყიდე ბევრი სალათის ფოთოლი და კომბოსტო. ასევე ვიყიდე ქათმის ხორცი (ცოტა ცხიმი აქვს და მიტომ), მაღალი ხარისხის ზეითუნის ზეთი და ავოკადო (მეზიზღება ავოკადო, მაგრამ ნადო), ლიმონი, დაბალცხიმიანი ყველი.

ჩემი მიზანია ყოველ დღე მხოლოდ ამ ინგრიდიენტებისაგან მომზადებული საკვები ვჭამო. ვნახოთ სადამდე გავქაჩავ. შედეგებზე დავწერ.

შაქრის დაბალი შემცველობა რომელ ხილშია თუ იცით დამიწერეთ? 

10 comments:

Anonymous said...

shaqris dabali shemcveloba da zogadad, dietistvis miswreba xili aris ananasi da grapefruiti. sasurvelia moerido yurdzens da banans, aqvt magali shaqris da cximis shemcveloba.

me didi xania vsvam ushaqro yavas, tveshi 1-2 jer tu mivcem tavs uflebas rom cafe latte an starbucksidan rame sxva viyido, imitom rom kaloriebshi igivea rogorc kargi mozrdili makaronis porcia anu full plate of pasta.

aseve rogorc snack shegidzlia roasted pumpkin gamoiyeno, uhaqro esec ra tqma una.

ertaderti rasac ar vakontroleb esaa ramdens xils da bostneuls vcham.

yvelaze efeqturi mainc low-carb dietaa, eg aris rac wvavs cxims. chemi piradi gamocdilebit. aseve calorie-counting shvelis, gansakutrebit tu adamians aqvs araadamianuri grafiki da naxshirwylebi aucilebelia mis cxovrebashi.
sachmlis gaketebisas gamoiyene olive oil, ogond cota raodenobit ra tqma unda. much healthier.

tu pomidoris chama wyvets kibos gachena, ar gachenas saertod ar unda gamichndes cxovrebashi kibo me im raodenobit vcham.

varjishs rac sheexeba me viyenebdi piradad jillian michaels, magram travma mivige da gacherebuli var. aseve vici rom BBL da insanity kargi fitness dvdia, visac wonashi dakleba unda.

yvelaze mtavari ki isaa, rom sheni dgiuri sakvebi shecavdes grains+greens+proteins.

gamomdinare iqidan, rom am qveyanashi xilic ki asuqebs, dietis temaze imdens vkitxulob, male disertacias davicav mgoni.

p.s. bodishi,gramatikuli erorebistvis.

პერწკლი said...

ისე, რც უფრო გემატება ასაკი, მით უფრო იმატებ და ეგ ბუნებრივია. კატასტროფუი სიმსუქნე არა, მარა რამდენიმე კილო წელიწადში იმჰო ნორმაა.

Anonymous said...

olive oil= zeitunis zeti, sorry:)

Sophie שרה Golden said...

პერწკლი მართალია რაღაც მომენტში :) ამას გენეტიკაც დაუმატე, როგორი წონისები არიან შენი მშობლები, დები, დეიდები – მნიშვნელოვანია.

საზამთრო – ყველაზე კარგი ხილი გასახდომად.

ავოკადო სასწაულად ცხიმიანია, მაგრამ ყველა სავარაუდო ვიტამინი შედის, ძალიან სასარგებლოა. საუზმეზე მიყვარს, პურზე "კრემ ყველთან" ერთად :)

geoblonde said...

ჩემი აზრით, კაკრაზ ეგ მიდგომა - წელიწადში რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი ნორმალურია - არაა სწორი. შეიძლება გადახრა მართლაც არაა, მაგრამ ასევე არაა მისაღები. ყოველ წელს რამდენიმე კილო თუ ვიმატე, 20 წლის თავზე არც მინდა ვიფიქრო, რამდენი გავხდები ))) მე თვითონ არ მაქვს პრობლემა (და არც მიდრეკილება) წონის მატებასთან, მაგრამ თინეიჯერობისას მეგონა, რომ მქონდა და კინაღამ თავი დავიავადმყოფე )) მთავარია, მეტისმეტად არ შეტოპო ამ დიეტებისას და გაიაზრო, რომ you have to take it slow. ზომიერება ყველაფერში საჭიროა, კვებაშიც და დიეტაშიც. წარმატებებს გისურვებ.

Keti said...

ტომა,
შენი სხეულის მასის ინდექსი გამოთვალე აბა, რამდენად გადამცდარია წონა ნორმას
აქ კარგი კალკულატორებია:
http://www.fitni.ge/?page_id=250

საზამთრო ამ სეზონზე საუკეთესოა, მართლაც
და საერთოდ, ბევრი წყალი (რასაც სამწუხაროდ მე ვერ ვასრულებ)
მთავარია, ვარჯიშის მერე არ ჭამო ხოლმე 1,5 საათი მაინც, ასევე ძილამდე 3 საათით ადრე
მე მაგალითად ძირითადად ხილ–ბოსტნეულით ვიკვებები, ასევე მჭლე ხორცით,
პურს ცოტას ვჭამ, ნამცხვრებს თითქმის არა

Anonymous said...

p.s. კიდევ გირჩევ რაციონში ჩართო (თუ არ გაქვს) ბოსტნეულის სუპი. მე არ მიყვარდა და მას მერე რაც შევიყვარე, აშკარად კარგად აისახა ჩემზე. არა მარტო წონის მხრივ. ძალიან სასარგებლოა ზოგადად

Keti

ok said...

ეჰ მეც ვიწყებ

ok said...

მანამ სანამ სასურველ შედეგს არ მივახწევ თორემ ძალიან გასუქდი

Toma said...

ყველას მადლობა გამოხმაურებისათვის, მგონი დავიწყე კლება ან ჯინსისი შარვალი გადიდდა. სასწორზე პრინციპულად არ ვდგები :D