Aug 3, 2013

ამბები

ერთი ისეთი მუშაჰოლიკი პაციენტი მყავს, ერთი კვირის განავლობაში თავბრუსხვევებით, ღებინენებით და საშინელი თავის ტკივლით მუშაობდა პოლიკლინიკაში (ექთანია). ბოლოს რომ ვეღარ ადგა, იძულებული გახდა თავისივე პოლიკლინიკაში ექიმისთვის მიემართა, ექიმმა კი ჩვენთან საავადმყოფოში გამოუშა.

რათქმაუნდა ეგრევე მაგნიტურ რენტგენზე გაუშვეს და აღმოჩნდა რომ ამ ქალს ნათხემში გაჟონვა ქონდა. მთელი ერთი კვირის განმავლობაში სისხლი ჟონავდა ტვინში და ეს მუშაობდა. ჩვენთან რომ მოვიდა იმ დილას უკვე შეეძლო ცოტა ხანი დაჯდომა და სიარული. პირველი სტატუსიც გავაკეთეთ მე და ფიქიოთერაპევტმა. მეორე დღეს ანუ გუშინ დილას რომ შევხვდი, სიმპტომები თითქმის აღარ ქონდა. რატომღაც მგონია რომ ამ ქალს მაგრად გაუმართლა.

რომ ვკითხე ერთი კვირის განმავლობაში რატომ არ დაუკავშირდი ექიმსთქო, მითხრა გადაღლილობის და მაღალი ტემპრატურის ბრალი მეგონდაო ...

სხვა პაციენტი. ეს პაციენტი ოთხშაბათს მოვიდა, ცოტა პრობლემა ქონდა ხელში და ლაპარაკი უჭირდა ცოტა, მეტი არაფერი. ხუთშაბათს ხელი საერთოდ აღარ მუშაობდა, პარასკევს ანუ გუშინ კი ფეხიც მიყვა.... ისეთი დათრგუნულია.

სხვა ამბები. ორიოდე დღის წინ ჩემ პაციენტთან მივდიოდი სახლში. გზის სულ ბოლო მონაკვეთი არის კერძო (მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/ს), აი ჩვენსკენ რომა ხოლმე ხრეშის ცალმხრივი გზები ეგეთი. ხოდა მე მიდვივარ, შემხვედრი გზიდან კიდევ ფოსტალიობი მოდიოდა მანქანით, საკმაოდ სწრაფად. მე კი მოვასწარი მანევრირება და გაჩერება ცოტა გვერდით მაგრამ იმან ვერ მოასწრო და სარკეზე გამკრა :D :D. საბედნიეროდ მხოლოდ ნაფხაჭნებით შემოვიფარგლეთ.

No comments: