Jul 24, 2013

ჩემი თავგადასავალი

ხოდა აქამდე თუ სხვები აგრძელებდნენ ჩემ პაციენტებთან მუშაობა საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ, ახლა უკვე თავად შემიძლია მე გავაგრძელო მათი ვარჯიში. მადლობა რას? რას და მართვის მოწმობას!!

ხოდა გუშინ პირველად გავიჭერი ჩვენი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიებზე, ასე 35 კილომეტრის რადიუსზე. დავჯავშნე საავადმყოფოს ვოკცვაგენ პასატი, ასე თუ ისე მოვაწესრიგე ადმინისტრაციული ამბები და მივუჯექი საჭეს.

წასვლისას:
ვქოქავ.....
2 წუთის მერე ისევ ვქოქავ....
2 წუთის მერე ისევ ვქოქავ ....
და უცებ მახსენდება ალკოჰოლის ტესტი არ გამიკეთებია. რაღაც სპეციალურ ტუბში უნდა ამოისუნთქო, და თუ OK დაფიქსირდება მანქანის დაქოქვას შესძლებ. უცებ კი გავიფიქრე, ჩვენთან მადლი იქნება მძღოლების მინიმუმ 50 % აეთი ალკოჰოლლოსი რომ ქონდეს მანქანში თქო.

ნუ მოკლეთ ჩავბერე და დავქოქე... დავქოქე და წავედი.
გზაჯვარედინი პირველი - მანქანა გამიჩერდა
გზაჯვარედინი მეორე - მანქანა კიდევ გამიჩერდა
ბოლოს როგორც იქნა დავმშვიდდი და გავაგრძელე გზა კოხტათ და ლამაზად.
პაციენტამდე ისე მივედი რომ არც გზა ამბნევია და არც არაფერი

უკან წამოსვლისას>
მანქანა დავქოქე, გზაჯვარედინებშიც აღარ გამჩერებია მანქანა მაგრამ ძალიან კომუნისტი მძღოლი ვარ, ზუსტათ იმ სიჩქარით ვატარებ რაც ნიშნულზეა, ეს კი ხშირად სხვებს პრობლემებს უქმინს.

მოვდივარ სამსახურში ბედნიერად, უკან მომდევს დიიიიდი,რძის ტრაილერი.
მივდივარ და მომდევს..
მივდივარ და მომდევს...
მე ისევ მივდივარ კომუნისტური სიჩქარით და ის ისევ მომდევს არაკომუნისტური სულსწრაფობით.
ბოლოს ვეღარ მოითმინა და ისეთი მომისიგნალა მანქანიანად შემაზანზარა ..
ვიფიქრე ახლა ჯობია საადმე გადავუხვი და ეს გავატარო თორემ გადამვლისთქო...
გადავუხვიე ავტობუსის გაჩერებაზე (ვიცი რომ არ შეიძლება დიდი ხანი გაჩერება მაგრამ გამოსავალი არ მქონდა) და გავატარე არა მხოლოდ რძის ტრაილერი არამედ მის უკან მომავალი მინიმუმ 20 მდე მანქანა...თან უცებ მომესმა ამდენმა მძღოლმა როგორ შვებით ამოისუნთქა - გეშველაო.

ბოლოს ყველა რომ გავატარე, დავქოქე მანქანა და წამოვედი.

დასკვნა:
დროს მნიშნელობა არ აქვს, მთავარია შინ მშვიდობით მიხვიდე :D

3 comments:

Keti said...

აქ ეგეთი მანქანები როდის შემოვა, ვინ იცის.

ყველგან იგივე სიტუაციაა. არავინ იცავს წესებს და უყურებს ნიშნებს, თუ ჯარიმა არ აშინებთ. აი ახლა დააყენეს თბილისში რადარები. ჯარიმა 100 ლარია და როგორი პენსიონერული სვლით დავდივართ იქ, უნდა ნახო :)

Toma said...

სადაც რადარები არაა იქ როგორ დადიხარ? აიტ ქეთიიიი არ მიტხრა ახლა სიჩქარეს ვაჭარბებო :)

Anonymous said...

თუ საშუალებაა, კი ვაჭარბებ, ოღონდ თბილისში ნაკლებად, ტრასაზე კი :უსერ: