Jul 19, 2013

პაციენტები

პირველი. ჩემი "მშვიდი" ინსულტითა და ფსიქოსომატური პაციენტებით სავსე კვირა რაღაცნაირად სევდიანად დასრულდა. ამის მიზეზი ერთ ერთი "მორიგი" პაციენტია.

ეს საყვარელი პაციენტი ირანიდან იყო, დაახლობით 62 წლის. 7 შვილი და 16 შვილი შვილი ყავდა. ჩვენთან იმიტომ მოვიდა რომ ბოლო დროს რამოდენიმეჯერ დაეცა. პაციენტს რომ შევხვდი და მისი ხელი დავინახე ეგრევე მივხვდი რომ ინსულტთან არ გვქონდა საქმე. რამოდენიმე თითი მუშაობდა, რამოდენიმე არა. გარდა ამისა მარცხენა ხელზე ატროფიები იყო კუნთების.

ხელ-ფეხს კარგად რომ დავაკვირდით, ძალიან საინტერესო რამე ვნახე "კუნთები კრთოდნენ" ავტომატურად იკუმშებოდნენ. მარცხენა ხელე განსაკუთრებით. ჯერ პერიფერიული დაზიანება მეგონა და კარაგდ შევამოწმე ხელის ინერვაცია რამაც ჩემი თეორიის უკუგდება გამოიწვია. როგორც ზემოთ დავწერე, ეს სიმპტომები ინსულტზე არ მიუთიტებდა. შესაბამისად ერთი დიაგნოზი რჩებოდა: მოტორული ნეირონის დაზიანება.

სამწუხაროდ ასეც აღმოჩდნა. ჩვენმა ექიმმა თქვა რომ ეს სიმტომები Amyotrophic lateral sclerosis ეჭვს ბადებს და რომ ის სრულიად დარწმუნებულია რომ ამ დაავადებასთან გვაქვს საქმე.

თუ გავითვალისწინებთ სიმპტომების პროგრესს ამ პაციენტს მაქისმუმ ერთი წელი აქვს დარჩენილი. ამ დაავადების მქონე ადამიანს პირველად შევხვდი, ასევე პირველად მოვახდინე მოტორული ნეირონის დაავადების დიაგნოსტიკა... ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა იყო.

მეორე. ერთი მოხუცი პაციენტი მყავს, 92 წლისაა. მანქანას ვერ ატარებს მაგრამ მაღაზიაში ველოსიპედით მიდის. თავისი ცოლის საფლავზეც ველოსიპედით დადის აგერ უკვე 4 წელია, უფრო ზუსტათ რომ ვთქვათ პირველი ინსულტის შედეგ. დღეს მითხრა, ჩემი ცოლი ძალიან მენატრებაო, მონატრებამ რომ არ დამასევდიანოს ვმუშაობო...აღარ გამიკვირდა როცა მითხრა 20 ჰექტარზე მეტ მიწას და სახლს მარტო ვუვლიო. მურაბებს ვაკეთებ, ხისაგან საათებს ვჭრი და ახლობებლებს ვურიგებო. მხოლოდ ერთხელ დაიწუწუნა, მგონი ამდენი მუშაობით გადავიწვიო.



4 comments:

ნინო ჭ said...

თან პროფი ხდები სულ უფრო და უფრო :*

ისევ ნინო ჭ said...

თან არა თამ მინდოდა

Toma said...

Sevifere (yes)

Keti said...

მიხარია, ხოლმე ასეთ რამეებს რომ ვკითხულობ. პროფესიონალი ექიმი ძალიან დასაფასებელია.
იმ 92 წლის მოხუცზე გადავირიე, რა მაგარია! მართლაც, მუშაობა თუ გშველის ადამიანს, რომ მონატრებას გაუძლო..