Jul 17, 2013

სულ პირველად, სულ მარტომ

დღეიდან უკვე ოფიციალურად მაქვს მართვის მოწმობა, აქამდე არ იყო ბარათი მზად და პირადობის მოწმობით დავდიოდი. ფოსტაში რომ მივედი მოწმობის ასაღებად, ვიფიქრე ბარემ სამსახურშიც წავალთქო მანქანით და წავედი.

დღეს სულ პირველად, სულ მარტომ დაახლობით 3 საათი და 20 წუთი ვატარე მანქანა!

სამსახურისაკენ მიმავალ გზაზე შევეცადე გამეხსენებინა ჩემი მასწავლებლის ყველა რჩევა ამა თუ იმ სიტუაციაში. გავიხსენე ჩემი თანამშრომლების წაქეზებაც "პირველად რომ მარტო დავჯექი საჭესთან, ჩავრთე მუსიკა და ამხანაგებთან წავედი. თავი ყველაზე მაგარი მეგონაო".  მეც ჩავრთე მუსიკა, როკმა თავი ამატკივა, სოულმა დამაძინა ლამის და ბოლოს კლასიკურმა მუსიკამ გამომაცოცხლა. ასე იყო თუ ისე სამსახურამდე ისე მივედი რომ არც არავის დავეჯახე, არც არავინ დამეჯახა და კანონ - წესებიც ზედმიწევნით დავიცავი. რაც მთავარია - არ დავიკარგე!!!

კაბინეტში შესული არ ვიყავი, ფიზიოთერაპევტი დამხვდა, გელოდებოდი რომ ახალ პაციენტებს შევხვედროდითო. ამ მომენტიდან ანუ 9:20 წუთიდან დაწყებული 16:00 დამთავრებული ხან ვის შევხვდი, ხან ვის და დღის ბოლოს ანკეტების საწერად რომ დავჯექი, მართლა გამოშტერებულად ვიგრძენი თავი. ცოტა შევფიქრიანდი, ასე დაღლილი სახლამდე როგორ მივალთქო. რა უნდა მექნა?

სამსახურიდან ... არც მეტი არც ნაკლები დავიკარგე. გზა ამერია და უბრალოდ დავიკარგე. ძალიან კი შემეშინდა. როგორია 4 თვე რომ ერთი დაიგივე გზაზე დადიდხარ ავტობუსით და მერე იმ გზაზე რომ დაიკარგები?! პირველი ნიშანი იმისა რომ დაღლილი ვიყავი და არ უნდა დავმჯდარიყავი საჭესთან. როგორც იქნა ვიპოვე გზა და გამოვეშურე სახლისაკენ.  საბედნიეროდ, კაი გზა იყო. ცოტა მანქანა და კაი ამინდი. სახლამდე ასეა თუ ისე მშვიდად ჩამოვაღწიე.

შეიძლება მიუჩვევლობის ბრალია, მაგრამ ფაქტია  - მანქანის ტარება არც მარტო, არც ვინმესთან ერთად არ მიზიდავს. მირჩევნია ჩემ მატარებელში ვიჯდე და ფანჯრიდან მინდვრებზე მშვიდად მოსეირნე ძროხებს ვუყურო :)


3 comments:

Keti said...

ტომა, გამონაკლისი არ ხარ, მინდა გითხრა :)
თავიდან იმდენად დიდია დაძაბულობა, რომ სიამოვნებას ვერ იღებ მართვისგან.
გადალახავ მაგ მომენტებს აუცილებლად.
ცოტაც და... მერე გაგეცინება შენს პირველ თავგადასავლებზე :)

Toma said...

rogor mamshvidebs mase rom meubnevi keti. imitom rom mgonia marrla mxolod me var aseti uniWo da katastrofa.

Keti said...

არა, არა,
თავიდან განცდები ბუნებრივია. გგონია, რომ რაღაცას აშავებ, რაღაცას ისე ვერ აკეთებ და ამასობაში იბნევი. მალე გაივლის, ნახავ :)