Jul 7, 2013

ახლად დამწყების ისტორიები

როგორც წინა პოსტში ვწერდი, მართვის მოწმობა ავიღე და ჩემი სათავგადასავლო ისტორიებიც ჩანს რომ უკვე დაიწყო.

გუშინ ერთ ერთ მეზობელ კუნძულზე გვინდოდა დასასვენებლად წასვლა.შულ რაღაც 40 წუთია იქამდე მაგრამ კარგი სასწავლო გზააა ახალ დამწყებისათვის იმიტომ რომ დიდი გზიდან ძალიან ვიწრო გზით დამთავრებული ყველანაირ გზაზე მიწევს ტარება. ხოდა წავედი.  სულ რაღაც 40 წუთში მოვახერხე:

- ლამის ვიღაცის მანქანას დავეჯახე. ვერ დავინახე რომ ატორმუზებდა. ზუსტათ ერთ მეტრის დაშორებით დავატორმუზე.
- ძალიან ვიწრო გზაზე გავიჭედეთ და მომიწია უკუ სვლით ტარება ასე 600 მეტრი. ამ 600 მეტრში მოვახერზე ვიღაცის მანქანის გაფხაჭვნა (ჩვენიც გაიფხაჭნა). ჩვენი მანქანა ლამის ორმოში ჩავაგდე
- მგონი სიჩქარე გადავაჭარბე ერთ ადგილას და კამერამ სურათი გადამიღო
- ჩემ ქმარს ლამის დავაჯახე მანქანა. უკან სვლის დროს ისე დავისტრესე რომ ტერფის ძალა ვერ მოვზომე და ნამეტანი მომივიდა...

დასკვნა: რაც არ უნდა ხდებოდეს მანქანის გარშემო მუდამ მშვიდად უნდა ვიყო და არ ვიდარდო!

ნეტა როდესმე თუ შევძლებ ნორმალურად ტარებას?! რიტორიკული კითხვა.

3 comments:

Keti said...

ტომა :)

მე გირჩევ, თავიდან ისეთ გზებზე იარო, სადაც სიმშვიდეა, რომ მანქანას მიეჩვიო. როგორც კი ჩვევებში გადაგივა მოქმედებები, მერე გადი დიდ გზებზე. შეიძლება სპეციალურად რაიმე მშვიდ ადგილას წახვიდეთ ხოლმე და ივარჯიშო უკუსვლაში, აღმართებზე და ა.შ..

მე თავიდან დილით ადრე გავდიოდი თბილისის ქუჩებში, როცა ნაკლები მოძრაობა იყო. ბევრი არ დამჭირვებია, 2-3 გრძელი მარშრუტი. მერე გავთამამდი :)

Toma said...

ki keti, masea rogorc ambob. sadac mag dges cavedit rogorc cesi sul simshvidea magram gamomepara rom mag dges ragac saialqno soprtshi iko shejibri da ki carmoidgen ra amavic ikneboda :D :D

Toma said...

tan chven mankanaze michveuli var. sanam martvi mocmobas avigebdi chem kmartan ertad davatarebdi.