Jun 8, 2013

ფულის დახარჯვის "სმაილიკი"

დღეს წავედი და ჩემი ხელფასი დავხარჯე!
ვიყიდე ძალიან სიფრიფანა აბრეშუმის ზედა ყვავილებით და პეპლებით (ნეტა რათ მინდოდა და სად ვაპირებ ჩაცმას?). ასევე ვიყიდე შარვალი, თაგვისფერი. ეს უკანასკნელი კი მჭირდებოდა იმიტომ რომ ჩემი მომატებული წონის ფონზე აღარაფერი მეტევა ერთი შარვლის  გარდა, და ეს ერთი შარვალი ზუსტად 4 თვეა მაცვია. ასევე ვიყიდე ფეხსაცმელი ჩემი უსაყვარლესი ბრნდის, გაბორის. ამ ბრენდის ფესაცმელი ჩემი აზრით არის საუკეთესო, ფეხს არ მტკენს და ძლებენ იმდენი ხანი რომ ბოლოს თავს გაბეზრებენ. კიდევ ვიყიდე სამსახურში ჩასაცმელი ორი მაისური, აი ისეთი რეცხვარი რომ არაფერი მოსდის. ასევე კანის მოვლის საშუალებები ტანის სკრაბი და კანის დამარბილებელი კარაქი.


მოკლეთ ბევრი არაფერი ტანსაცმელი ხო, მაგრამ იმდენი ფული გადავიხადე რომ ბევრ ოჯახს საქართველოში ამდენი თვიური შემოსავალიც არ აქვს. სიმართლე რომ ვთქვა ბოლოს, სახლში რომ მოვედი თავი დამანაშავედ ვიგრენი (როგორც ყოველთვის მსგავსი აქტივობის დროს, ამიტომაცაა რომ ძალიან იშვიათად დავდივარ ტანსაცმელის საყიდლად). ამავდროულად არ ვიცი რა უნდა ვქნა იმიტომ რომ როცა მუშაობ ადამიანი საჭიროა ფული დახარჯო და საკუთარ თავს საჩუქრები გაუკეთო, თან რამდენი ხანი უნდა მევლო ერთი შარვლით და საშემოდგომო ფეხსაცელით? ნუ კაი ყვავილებიანი ზედა არ მჭირდებოდა. თან ასეთი განცდები მხოლოდ ტანსაცმელზე მაქვს. იმიტომ რომ რამოდენიმე კვირის უკან ახალი ლეპტოპი რომ ვიყიდე, თავი ძალიან დამნაშავედ არ მიგრძვნია.

კიდევ სხვა ამბები. გუშინ მასტერის მორიგი კურსის ბოლო, მეხუთე საგამოცდო ნაშრომი გადავუგზავნეთ მაწავლებელს (წინა ოთხზე ოთხზე პასუხი არ მიგვიღია ჯერ). როგორც აღმოჩნდა ერთი დიდი შეცდომა "გაგვეპარა" მე და ჩემ ამხანაგს. თითოეული ნამუშევარი უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 4 გვერდი კონცენტრირებული ტესქსტისა, 1.5 მარგინალებით. ჩვენი ტექსტი კონცენტრირებული კი იყო, მაგრამ მარგინალი იყო 0.5. მოკლეთ ტექსტი რომ დავარედაქტირე, გამოვიდა 7 - 8 გვერდი. ხოდა მადარდებს ახლა, იქნებ იმიტომ არ მოგვცა ფიდბექი რომ ამხელა ტექსტები იყო? მაგრამ ეს მაინც ხომ უნდა ეთქვა რომ დაამოკლეთ ტექსტიო?

1 comment:

ნინო გოგუაძე said...

მშვიდობაში! <3