Jun 6, 2013

ფიქრები სახლის გარშემო

როგორც იცით სახლს ვყიდულობთ უკვე აგერ მეშვიდე თვეა. ხან ჩვენ არ მოგვწონს ის სახლი რომელსაც ვნახულბთ, ხან აუქციონს ვერ ვიგებთ იმ სახლებზე რომლებიც მოგვწონს. ასეა თუ ისე, ფაქტია ისევ ძებნის პროცესში ვართ.

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ბიუჯეტი გავზარდოთ, იმიტომ რომ არჩევანის უფრო დიდი საშუალება გვაქვს. ალბათ ხვდებით რომ გაზრდილი ბიუჯეტი ბანკიდან მოზრდილ სესხსაც გულისხმობ. და აი ეს სესხლი ძალიან, ძალიან მაშინებს. ამჟამად წლიური რენტა სესხე არის 2.9%. ძალიან დაბალი, მაგრამ რა იქნება 10 წლის შემდეგ? 5 წლის შემდეგ? აი ეს მადარდებს.

ეკონომიკური კრიზისის გამო რენტა მცირდება, უფრო ბევ ადამიანს აქვს საშუალება ფული გამოიტანოს და აამუშავოს, ბიზნესი წამოიწყოს. ეს ერთგვარი სტრატეგიაა ბანკების მხრიდან რომ ფული ამოძრავდეს. მაგრამ ასე მგონია ეს შემცირება მხოლოდ გარკვეულ პეიროდამდე მოხდება და მერე დიდ ზრდასთან გვექნება ადგილი. ასეთი რამ უკვე მოხდა აქ ერთხელ, და არ გამიკვირდება რომ კიდევ გამეორდეს.

ხოდა მოკლეთ ძალიან მადარდებს ეს ყველაფერი. რაც ყველაზე ცუდია, ისაა რომ ფასები იზრდება და კარგ სახლებზე ხალხი ერთმანეთს ჭამს.
Languagesar>ar YahooCEerror
ერთმანეთს

No comments: