Jun 2, 2013

ზაფხული

ჩვენთან ზაფხული მოვიდა! ტიპიური ზაფხულური ამინდით, კარგი შხაპუნა წვიმებით და ცვალებადი ამინდებით. დილას რომ წვიმა მოდის, შუადღეს კარგი მზე რომ აცხუნებს და საღამოს ისევ რომ წამოწვიმავს ხოლმე.  თუ ორი სამი კვირის წინ საერთო არაფერი იყო მწვანე, ახლა უკვე ყველაფერი მწვანეა, ხასხასა მწვანე.  ისეთი პერიოდია დასასვენებლად რომ მოგინდება წასვლა, თუმცა...

ამ ზაფხულს ისეთი პირი უჩანს ვერსად წავალთ ჩემი სამსახურის გადამკიდე. რადგან ჩემი სამსახური სახლისგან შორსააა, ჩემ ქალაქში თუ საქმე მაქვს, შვებულების დღეებს ვიღებ. ერთი დღე იქ, ერთი დღე აქ და ბოლოს კი "შემომეჭამა" ჩემი დღეები.


თქვენ რას აპირებთ ამ ზაფხულს?
 

თემიდან გადავუხვევ ახლა. რაც შემეხება მე. ისეთი განცდა მაქვს რომ კონტროლი დავკარგე, კონტოლიც და ხარისხიც იმისა რასაც ვაკეთებ. ეს წელი ისე დაიწყო რომ ძალიან ბევრი რამე დამიგროვდა და ძალიან ბევრი რამ ხდება ერთდორულად.  ფაქტია ძალიან ვიღლები, ფიზიკურად ისე რომ ორ სართთულზე კიბბებზე ცოტა კაი ტემპით თუ ავივლი უკვე ძლივს ვსუნთქავ და კოგნიტურადაც სამსახურის შემდეგ არც სწავლის თავი მაქვს და არც პროექტზე მუშაობის.

სამსახურის შემდეგ ამდენი საქმე რომ არ მქოდნეს, ამ ყველაფერს ჩვეულებრივად მივიღებდი, მოვიდოდი სახლში დავისვენებდი და მერე ყოველ საღამოს 7 საათზე სუფთა სინდისისთ დავიძინებდი. მაგრამ ახლა ასე არაა. 7/8 საათზე ისეც ვიძინებ და კი მძინავს დილის 5 საათამდე, მაგრამ სუფთა სნდისით არა. დავდივარ ყოველ დღე დამძიმებული იმ გაციდთ რომ ვერ ვაკეთებ იმას რაც უნდა გავაკეთო, და რის გაკეთებსაც ვასწრებ არის ძალიან ცუდი ხარისხის. 


5 comments:

Sophie שרה Golden said...

Ra kargia. Aq kidev sasiamovno ki ara, agar shemizlia amdeni wvima da sicive.

Toma said...

akac civa sofi 15 gradusia sashualod. esaa akauri zafxuli, amitom molodinic ar makvs metis :) mze roca acxunebs ki tbila kargad, magram ishviaad acxunebs es oxeri :d

Keti said...

მეც მიყვარს ზაფხული, სულ სხვა ენერგიით ვივსები უკვე მაისიდან :)
ჩემთვის 7 საათზე დაძინება წარმოუდგენელია, მაგრამ ადრე რომ ვიწყებდე მუშაობას, არ გამიკვირდებოდა რა თქმა უნდა. შეეცადე დაისვენო, ტომა, ცოტა დღეები გადაინახე შვებულებიდან :)

Toma said...

keti, vinmes rom etkva chemtvis 7 ze daidzinebo sicilit gavskdebodi. seriozulad. tan me gamis tipi var, cera, scavla kvelaferi gamit vaketebdi amas. nu bolo or tves tu ar chavtvlit :D

Keti said...

ჰო :) რამდენს ნიშნავს სად ცხოვრობ და როგორი ცხოვრების რიტმია იქ...