Apr 17, 2013

Great hound :)

დღეს სამსახურიდან რომ ვბრუნდებოდი, ტრამვაიში ნაცნობი და ამავე დროს უცნობი სილუეტი შევამჩნიე, რომელიც გაჩერების ლიფტში გაუჩინარდა. ექსკალატორზე სულმოუთქმენლად ამოვირბინე, მინდოდა მიმესწრო ლიფტისათვის.

ხოდა ამოვედი და მივარდი სილუეტის პატრონთან, გავაჩერა და ერთი ამოსუნთქვით ვკითხე - ეს ძაღლი გრეიჰაუნდიათქო :) პატრონმა ჯერ დიდი და გაკვირვებული თვალებით შემომხედა, ძაღლმა საერთოდ არ მომაქცია ყურადღება, მეორე ჩინურმა ტიტველმა ძაღლმა კი ეგრევე მოფერება მომთხოვა. პატრონის გაკვირვება რომ გამექარწყლებინა ავუხსენი რაში იყო საქმე :) და თქვენც გეტყვით.

კი იცით რომ ძაღლი მინდა რომ მყავდეს აგერ უკვე რამდენი ხანია. ხან რომელ ჯიშზე ვფიქრობდი, ხან რომელზე. ხან ტამასკანზე, ხან ბორზოიზე, ხან სალუკიზე, ხან ლაბრადორზე და ხან გილდენზე. ბევრი ძებნის შემდეგ კი მივაგენი გრეიჰაუნდს. აქამდეც მომწონდა ეს ძაღლები, მაგრამ მეგონა ძალიან აქტიურები იყვნენ. ბევრი კითხვისა და ძიების შედეგ დავადგინე რომ სინამდვილეში ასე არ ყოფილა.

მოკლეთ ჩემი ტრამვაის გრეიჰაუნდის პატრონმა იგივე მითხრა რაც მე მქონდა წაკითხული. ჩემი ძაღლიო, პენსიაზე გასული პროფესიონალი მორბენალი ძაღლიაო, ამაზე კარგი ძაღლი არ მყოლიაო და მიუთითა მეორე ძაღლს, ჩინურ შიშველს ძაღლს (ალბათ მაქსიმუმი 3 კილო იქნებოდა :D ) ამას უფრო მეტი დრო და ენერგია მიაქვს, უფრო მეტი დატვირთა სჭირდება ვიდრე 40 კილოგრამიან გრეიჰაუნდსო, რომელიც დღის უმეტესი ნაწილი სავარძელზე წევს და თვლემსო. ეს გრეიჰაუნდი ისეთი ჭკვიანი იყო, ისეთი თბილი, ისეთი დამჯერი. ბეწვი ქონდა აბრეშუმივით, აი აბრეშუმის შარფი თუ გაქვთ სახლში გადაუსვით ხელი და მიხვდებით რა მაქვს მხედველობაში.

გრეიჰაუნდი აი ასეთია როცა მუშაობს, ამათზე სწრაფი ძაღლები არ არსებობენ


და აი ასეთია როცა პენსიაზე გადის :) უბრალოდ ისვენებს. დევნის ინსტიქტი როგორ არ აქვს, მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აკეთებს თუ საყელურის გარეშეა. საყელური როცა აქვს, იცის რომ დინჯად უნდა მოიქცეს და პატრონს დაუჯეროს :)



მეც თუ საბოლოოდ ავიყვანე ძაღლი, პენსიონერს ავიყვან :) ესეც პატარა ვიდეო თემაზე - რატომ გრეიჰაუნდი :)










4 comments:

ნინო გოგუაძე said...

მეც მასეთი ზნის ძაღლს მოვიდნომებდი. დედა, შენ რომ იცოდე, მე რა გადარეული ძაღლები მყავდააა. ისე მოხდა, რომ პირდაპირ მოგვიყვანეს და გვაჩუქეს და ეგვრჩა ნადირი როტვეილერი.

m i r a m a x said...

მე კიდე გადავწყვიტე რომ არანაირი ცხოველი არ ვიყოლიო სახლში, ისედაც ბევრნი ვართ :)))

Toma said...

nino, sheni rotveileri :) ra lamazebi arian :)

miramax- cuga mainc sxva ramea :)

Keti said...

რა სწრაფია პირველ ვიდეოში, სახე კი აქვს თბილი ძაღლის :)) მომწონს ეს ჯიში