Apr 3, 2013

პოლონური ხაჭოს ნამცხვარი


ძირისათვის:
120 გრამი ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი
50 გრამი შაქარი
1 ჩ.კ. საცხობი ფქვილი
მეოთხედი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
ფქვილი რამდენსაც შეიზელს

ხაჭოს ფენა:
2 კვერცხი
70 გრამი შაქარი
30 გრამი კარაქი (ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული)
500 გრ ხაჭო, გაწურეთ რომ წყალი არ ქონდეს
ნახევარი ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
1. ჩ.კ. კარტოფილის ან სიმინდის კრახმალი

სხვა: 
მოსართავად 4 ცალი წითელი ვაშლი
1 ლიმონის წვენი
ასე 6-7 სუფრის კოვზი გარგარის ჯემი ან სხვა ჯემი რაც გიყვართ ან ფიქრობთ რომ ტორტს მოუხდება.

მომზადება:
1. მოამზადეთ სახობი ფორმა (მაქსიმუმი 23 სმ დიამეტრი). ჩააფინეთ სახცხობი ქაღალდი.

2. მოამზადეთ ცომი. დარბილებულ კარაქში კარგად აურიეთ მშრალი ინგრიდიენტები, ფქვილის გარდა. მერე ნელ ნელა შეაზილეთ ფქვილი ისე რომ მიიროთ ერთიანი, რბილი ცომის მასა. ამ ცომის მასის გაბრტყელება უნდა შესძლოთ ფორმაში.

3. სახცობ ფორმაში ჩადეთ ცომი, და კარგად გააბრტყელეთ. ცოტა გვერდებზეც რომ ამოიდეს ასე 1 სანტიმეტრი. შედეთ ცომიანი ფორმა საყინულეში 5-10 წუთით.

4. ჩართეთ ღუმელი 190 გრადუსზე. გამოირეთ ფორმა საყინულიდან  და გამოაცხვეთ ღუმელის შუა დონეზე ასე 15 წუთის განმავლობაში. როცა ძირი გამოცხვება დატოვეთ შესაგრილებლად.

5. სანამ ცომი გრილდება მოამზადეთ ვაშლის ყვავილები. ვაშლი გარშემო უნდა შემოთალოთ კარტოფილის სათლელით, ან დანით. თხელ ფირფიტებს მიიღებთ და ამ ფირფიტებით შესძლებთ ხვეულების გაკეთებას.ვარდების ფორმა მიეცით.

6. მოამზადეთ ხაჭოს მასა. კარგად ათქვიფეთ ძალიან დარბილებული კარაქი, კვერცხი, შაქარი. როცა ერთიან, თეთრ მასას მიიღებთ დაამატეთ ხაჭო და დანარჩენი ინგრიდიენტები. კარგად ამოურიეთ რომ ერთიანი მასა მიიღოთ.

7. შეგრილებულ ძირზე, გადაუსვით ჯემი, დაადეთ ხაჭოს მასა  და მასში ჩასვით ვაშლისაგან მომზადებული "ყვავილები". ვაშლს თავზე მოაპლურეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი.  გამოაცხეთ ტორტი 190 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში. ყოველ 10- 8 წუთის შემდეგ, ვაშლებს თაზე უნდა მოაპკუროთ ცოტა ლიმონის წვენი ან ცედრა იმისათვის რომ ოქროსფერი შეინარჩუნოს. თუ დაგეზარებათ არაუშავს, საბოლოოდ მუქი ვარდები გამოგივათ :)





2 comments:

დანიშნული და ვერმიაგრებული said...

ტომუშკუნია კარგ ფოტოებს უდებ რეცეპტებს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს რომ იცოდე:) ჟურნალ თბილისელებში არის ხოლმე რეცეპტები, მაგრამ ისეტი უხარისხო სურათებია რომ გულის რევის შეგრძნებას იწვევს რომ ვუყურებ
აგი ვაშლის ყვავილები მომეწონენ მე

Anonymous said...

uh es ra gemrielia albat