Apr 28, 2013

სამსახურის ამბები

ხოდა ასე, ჩემი ერთი თვე ამ ახალ სამსახურში თითქმი ჩავათავე. ისე აღარ ვბუინობ ცვლილებებზე როგორც პირველ ორ კვირაში ვაკეთებდი, მაგრამ შინაგანად მაინც მივისწრაფი ცვლილებებისაკენ და ვგრძნობ ამის საჭიროებას. მაგრამ!!!!! შედარებით უმტკივნეულო გამოსავალი ვიპოვე.

მართლა ძნელია ადგილობრივი პერსონალისათვის, როცა ვიღაც უცხო მიდის და მათ რამოდენიმე თვიან მანუშევარზე ეუბნევა "ნაგავიაო" (გადატანითი მნიშვნელობით რაქთმაუნდა). ცვილელებების დაწყება პირველივე კვირას მიდოდნა, მაგრამ აბა რა გამოვიდოდა? არც არაფერი. ამიტომ გადავწვიტე ნელ ნელა გავაკეთო ეს. თავიდან დავიწყე სპეციალური ჩეკლისტების წერა თუ როგორ უნდა ვიმუშავოთ ინსულტთან. რათქმაუნდა ამ დოკუმენტმა დიდი მოცონება დაიმსახურა, იმიტომ რომ ახლა ნებისმიერ ოტ-ს ვისაც მოუნდება ჩვენი დახმარება ეცოდინება რა უნდა გამოიკვიოს პაციენტთან პირველ შეხვედრაზე. ასევე ეს ჩეკლისტა გამოსადეგია ინსტულტის ჯგუფში ახალი თანამშრომლებისათვის იმიტომ რომ სანამ დაისწავლიან კვლევის  პირველ შეხვედრაზე ქონდეთ გაიდლაინი.

ჩეემი პაცინეტები ინსულტის განყოფილეის გარდა (80%) გულის განყოფილებაში (20%) არიან, პირველ კვირებში ძალიან გამიჭირდა ამ პაცეინტებთან მუშაობა, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა და რაზე მომეხდინა კონცეტრაცია. შესაბამისად გადავწყვტე დამეწერა გაიდლაინი ამ პაციენტებთან სამუშაოდ, და ასევე ჩეკლისტა რომელიც ამ გაიდლაინზე იქნება დაფუძნებული.

ხოდა რა არის მიზანი, ამ პატარ პატარა ნაბიჯებით, მინდა რომ ბოლოს მივიდე იმ მომენტამდე როცა შევცვლი მუშაობის სტილს ინსულტის განყოფილებაში.

3 comments:

ნინო გოგუაძე said...

თამუნა, რა გოგო ჩაუხვედი მაქ შვედეთს!

Anonymous said...

meamakebi Tom!!!xxxNanuka

Keti said...

ასე ჯობია, ნაბიჯ–ნაბიჯ. წარმატებები :)